საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კახაბერ კუჭავა ბორჯომში, სტიქიის ზონაში იმყოფება

ღონისძიებები 22 აგვისტო 2017
კახაბერ კუჭავა ბორჯომში, სტიქიის ზონაში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა ბორჯომის ხეობაში იმყოფება, სადაც ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. შტაბს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე სტიქიის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, ღამის განმავლობაში, გზა გაიჭრა, რომლითაც მეხანძრეების ადგილზე აყვანის უზრუნველყოფა მოხდა. კახა კუჭავას განცხადებით, გმირულად იშრომეს მეხანძრეებმა, მაშველებმა, რეინჯერებმა, ტყის მცველებმა და ტრაქტორისტებმა. 

„გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა საგანგებო შტაბი, რომელმაც სამოქმედო გეგმა დასახა. ღამის განმავლობაშივე, გათენებამდე მოხდა ძირითადი გზის გაყვანა, რომელმაც ფაქტობრივად უზრუნველყო, რომ მთავარი კერა აღარ განვითარებულიყო. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს ბიჭებმა, რომლებმაც გმირულად იმუშავეს, მაშველებმა, რეინჯერებმა, ტყის მცველებმა, ტრაქტორისტებმა, რომლებმაც ღამეში მოახერხეს გზის გაყვანა, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო მეხანძრეების აყვანა ადგილზე. შესაბამისად, მოხდა წყლის მობილიზება და დილის განმავლობაში, მამაცურად ებრძოდნენ ხანძარს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, სტიქიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ვერტმფრენების ჩართვამ.

„ვერტმფრენების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დიდი როლი შეიტანა ხანძრის ლიკვიდაციაში, თუმცა, როგორც ხედავთ, ქარი ძლიერდება, რაც სამწუხაროდ ხელს უშლის არა მხოლოდ სამუშაოებს, არამედ ხელს უწყობს ცეცხლის გავრცელებასაც. იმედი გვაქვს, რომ დამატებით ორი ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება სამუშაო ჯგუფებს და როგორც ვვარაუდობთ, შეიძლება, თვითფრინავიც დაგვეხმაროს, ფაქტობრივად გადაჭრის ამ პრობლემას“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
25 სექტემბერი 2020

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

მსგავსი

ნინო წილოსანმა მწვანე ბიუჯეტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა
22 სექტემბერი 2020

ნინო წილოსანმა მწვანე ბიუჯეტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
17 სექტემბერი 2020

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი
16 სექტემბერი 2020

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

ნინო წილოსანი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი - სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში
14 სექტემბერი 2020

ნინო წილოსანი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი - სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R