საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

ღონისძიებები 25 სექტემბერი 2020
 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარალამენტის წევრების: ნინო წილოსანისა, სულხან მახათაძის, კახაბერ კუჭავას, დავით სონღულაშვილის და რომან მუჩიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მომხსენებლის, სულხან მახათაძის განმარტებით, კანონპროექტის მიხედვით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იქმნება მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები, რომელიც მოიცავს უკვე არსებულ მარიამჯვრის ნაკრძალს და ასევე, ახლადშექმნილ ცივ-გომბორის აღკვეთილს. მისივე თქმით, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების ფართობი იქნება 5958.3 ჰა. კანონის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია 2021 წლის პირველი იანვარი. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, ასევე მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად.

მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ინიციატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომიტეტის მხარდაჭერა.

„საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცესში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა დეტალურად განგვეხილა თითოეული საკითხი, რომელსაც კანონი არეგულირებს. ეს არის აბსოლუტურად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვით სფეროში და ეს იქნება კანონი, რომელიც სრულიად ახლებურად დაარეგულირებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხებს, სწორედ ისე, როგორც ამას ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილება ითვალისწინებს. კანონპროექტი გაზრდის კერძო სექტორის მხრიდან პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას და სახელმწიფოს აღსრულების სისტემას გახდის იმაზე უფრო ეფექტიანს, ვიდრე ეს დღეს არის“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს კანონპროექტში ტერმინოლოგიური თვალსაზრისით და ასევე, მის პროცედურულ ნაწილში შეტანილი ცვლილებები გააცნო.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნინო წილოსანმა მწვანე ბიუჯეტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა
22 სექტემბერი 2020

ნინო წილოსანმა მწვანე ბიუჯეტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
17 სექტემბერი 2020

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი
16 სექტემბერი 2020

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

ნინო წილოსანი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი - სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში
14 სექტემბერი 2020

ნინო წილოსანი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი - სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში

ნინო წილოსანი: „მწვანე ბიუჯეტის“ პროექტი დაგვეხმარება ქვეყნის ბიუჯეტი გავხადოთ უფრო მწვანე და ქვეყნის ეკოლოგია და გარემოს დაცვა ავიყვანოთ იმ ხარისხში, რომელშიც გარემოს დაცვის ერთობლივი პოლიტიკის მიმართულება გვაქვს განსაზღვრული
09 სექტემბერი 2020

ნინო წილოსანი: „მწვანე ბიუჯეტის“ პროექტი დაგვეხმარება ქვეყნის ბიუჯეტი გავხადოთ უფრო მწვანე და ქვეყნის ეკოლოგია და გარემოს დაცვა ავიყვანოთ იმ ხარისხში, რომელშიც გარემოს დაცვის ერთობლივი პოლიტიკის მიმართულება გვაქვს განსაზღვრული

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R