საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ლაგოდეხის და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით, ნინო ღაღანიძემ ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლაში საჯარო ლექცია გამართა

მაჟორიტარი დეპუტატები 28 მაისი 2019
ლაგოდეხის და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით, ნინო ღაღანიძემ ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლაში საჯარო ლექცია გამართა

ლაგოდეხის და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით და დეპუტატის ბიუროს ორგანიზებით, XX საუკუნის და თანამედროვე ქართული მხატვრობის შესახებ - „თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის“ პროფესორმა, ხელოვნებათმცოდნე ნინო ღაღანიძემ ხელოვნებით დაინტერესებული მსმენელის, სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლაში საჯარო ლექცია გამართა.

პროფესორ ნინო ღაღანიძესთან ერთად საჯარო ლექციას უძღვებოდა, სამხატვრო აკადემიის რექტორი, ცნობილი მხატვარი გია გუგუშვილი. 

ლექციის დაწყებამდე სტუმრებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლის აღსაზრდელთა ნამუშევრები მოინახულეს და უმცროს კოლეგებს პროფესიული რჩევები მისცეს.

საჯარო ლექცია შეეხო XX  საუკუნეში და დღეს მოღვაწე გამოჩენილ ქართველ მხატვრებს, მათ შემოქმედებას და სოციალურ-კულტურულ კლიმატს, რომელიც ქართველი მხატვრების შემოქმედებაზე ახდენდა გავლენას.

მომხსენებლებმა თბილისის სამხატვრო აკადემიის შესახებაც ისაუბრეს, მათ დამსწრე აუდიტორიას და მომავალ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს პროფესიების შესახებ, რომლის დაუფლების შესაძლებლობა  სამხატვრო აკადემიაში აქვთ.

ლექციის დასასრულს, ნინო ღაღანიძემ და გია გუგუშვილმა ხელოვნების მასწავლებლებისა და მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს.

სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები ხელოვნების მასწავლებლებს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს, თანამედროვე ქართული ხელოვნების და მხატვრობის შესახებ პრეზენტაციის სახით, სამუშაო დოკუმენტს გაუგზავნიან, სექტემბერში კი ლაგოდეხის და ყვარლის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის ბიუროს ორგანიზებით, ლაგოდეხელი მოსწავლეები და პედაგოგები თბილისის სამხატვრო აკადემიას მოინახულებენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა
25 აპრილი 2021

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა

მსგავსი

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს
22 მარტი 2021

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა
13 მარტი 2021

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
08 მარტი 2021

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო
01 მარტი 2021

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R