საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მამუკა მდინარაძე: „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების ლოგიკას თუ გავყვებით, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს“

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე 16 იანვარი 2020
მამუკა მდინარაძე: „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების ლოგიკას თუ გავყვებით, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს“

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და წლების განმავლობაში აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაკვეთილი კვლევების მონაცემების დიაგრამები წარმოადგინა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, NDI-ს კვლევების აბსოლუტური უმრავლესობა საველე პირობებში CRRC-ის მიერ ჩატარდა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ შესახებ კვლევების პროგნოზს და არსებულ შედეგებს, იგი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2012 წლის პროგნოზი 18%, საპარლამენტო არჩევნების შედეგი - 54,97%;
  • 2013 წლის პროგნოზი 29-39%, ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ ნაჩვენები შედეგი -  62%;
  • 2015-2016 წლებში პროგნოზი 15-20%, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნების შედეგი -  49%.

„ბოლო კვლევები, რომელიც ისევ CRRC-მა ჩაატარა აპრილში, გვაჩვენებს, რომ მაჩვენებელი არის 17%, ხოლო 2019 წლის ივნისის მონაცემებს ემთხვევა ასევე დღევანდელი მოცემულობით ის მაჩვენებელი, რაც წარმოგვიდგინა  NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა. აქაც პროგნოზი არის ძალიან მარტივი - ამ მაჩვენებლებით თუ შესაბამის ლოგიკას გავყვებით ქართული ოცნება მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბრიფინგზე NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, ლორა თორნტონთან დღეს გამართულ შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.  

„დღეს ქალბატონ ლორასთან  ძალიან ხანგრძლივი და გულწრფელი საუბარი მქონდა. გვაქვს შეთანხმება უახლოეს დღეებში გავმართოთ დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან არსებობს კითხვები, რომლებზეც საბოლოო, ამომწურავი პასუხები არ არსებობს. დარწმუნებული ვარ ამ შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ, ჩვენ დავაახლოებთ პოზიციებს და ყველანი ერთად ვეცდებით, ეს კვლევებიც  შედარებით ობიექტური გახდეს“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას - კომისიის 11 000-ზე მეტი მათი წევრის ხელმოწერა გაყალბებულია თუ ეს ადამიანები მოისყიდეს და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინეს?
05 თებერვალი 2021

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას - კომისიის 11 000-ზე მეტი მათი წევრის ხელმოწერა გაყალბებულია თუ ეს ადამიანები მოისყიდეს და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინეს?

მსგავსი

მამუკა მდინარაძე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
17 ივნისი 2020

მამუკა მდინარაძე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მამუკა მდინარაძე ისრაელის სახელმწიფოს ახალ ელჩს, რან გიდორს შეხვდა
09 ივნისი 2020

მამუკა მდინარაძე ისრაელის სახელმწიფოს ახალ ელჩს, რან გიდორს შეხვდა

მამუკა მდინარაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
23 იანვარი 2020

მამუკა მდინარაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

მამუკა მდინარაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა
04 დეკემბერი 2019

მამუკა მდინარაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R