საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მამუკა მდინარაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე 23 იანვარი 2020
მამუკა მდინარაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

მხარეებმა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართულ პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს. 

მამუკა მდინარაძის შეფასებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან გაიმართა ძალიან კარგი, გულწრფელი შეხვედრა და საუბრის ერთ-ერთი თემა ევროპელი კოლეგების მხრიდან ბოლო დროს გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები იყო.

„ცალკეულ შემთხვევებში და ასეთი ცალკეული შემთხვევები, სამწუხაროდ, ხშირი იყო, ამის საფუძველი გახდა არასწორი ინფორმაცია. სტუმარს გავაცანი ერთ-ერთი ასეთი მაგალითიც, როდესაც კონკრეტულმა „ფეიკ ნიუსების“ გამავრცელებელმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ოპოზიცია გარკვეულ დროს გაატარებს ციხეში და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ერთ-ერთმა პარლამენტარმა ევროპის მაღალი ტრიბუნიდან განცხადება გააკეთა. როდესაც, თვითონ ამბავი არის ტყუილი, შემდეგ ამ ტყუილს უყვებიან ევროპარლამენტარს და ის დაიჯერებს გადამოწმების გარეშე, ბუნებრივია, შეფასებაც არ იქნება რელევანტური და სწორი“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ასევე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხს, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, რომელთა უდიდეს ნაწილს მმართველი გუნდი ითვალისწინებს და საარჩევნო სისტემის საკითხებზე ოპოზიციასთან დიალოგის მე-5 რაუნდს. 

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის გარკვეული პრობლემები იყო, რაც მალე აღმოიფხვრება და აქედან გამომდინარე, არსებობს პოზიტიური მოლოდინი. 

„როგორც ბატონი ჰუბერტ ქნირში შემპირდა, ჩვენი ინფორმაციაც გერმანიაში სახელისუფლებო წრეებისთვის აბსოლუტურად ხელმისაწვდომი იქნება და ამ შეპირების უკან დგას, იმის გონივრული და პოზიტიური მოლოდინი, რომ ჩვენ შევძლებთ კომუნიკაციის განახლებას. გარკვეული კომუნიკაციური პრობლემები იყო, ვინაიდან პარტიული საგარეო მიმართულების ხელმძღვანელები დღეს ჩვენი გუნდის წევრები არ არიან, მაგრამ ეს პრობლემა მალე აღმოიფხვრება. აქედან გამოდინარე, ჩვენ გვაქს პოზიტიური მოლოდინი, რომ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით ევროპის მაღალი ტრიბუნიდან არ მივიღებთ არასწორ კრიტიკას. კრიტიკას იმსახურებს ყველა ხელისუფლება, ყველას აქვს გარკვეული ხარვეზები, გარკვეული შეცდომები, მაგრამ ობიექტური კრიტიკა არის უფრო მისაღები, ვიდრე „ფიეკ ნიუსებზე“ დაყრდნობით და „ფეიკ ნიუსების“ ევროპელებისთვის მიწოდებით გამოწვეული კრიტიკა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა ამერიკელ პარტნიორებთან დაკავშირებით. 

„მაგალითად, 2012 წელს, ჩვენმა ოპონენტებმა ამერიკელ კონგრესმენებს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, რომელიც მათ გაიზიარეს, რომ თითქოს ტელეკომპანია „იმედი“ ჩამოართვეს კანონიერ მფლობელს, არადა რეალურად, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა „იმედი“. მაშინ კონგრესმენებმა თავისი სიტყვები უკან წაიღეს. ამ შემთხვევაშიც, ჩვენს კოლეგებთან გვმართებს ასეთი მუშაობა, ობიექტური კრიტიკის მიღებაც და ობიექტური შეფასებების მიღებაც. საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას - კომისიის 11 000-ზე მეტი მათი წევრის ხელმოწერა გაყალბებულია თუ ეს ადამიანები მოისყიდეს და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინეს?
05 თებერვალი 2021

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას - კომისიის 11 000-ზე მეტი მათი წევრის ხელმოწერა გაყალბებულია თუ ეს ადამიანები მოისყიდეს და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინეს?

მსგავსი

მამუკა მდინარაძე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
17 ივნისი 2020

მამუკა მდინარაძე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მამუკა მდინარაძე ისრაელის სახელმწიფოს ახალ ელჩს, რან გიდორს შეხვდა
09 ივნისი 2020

მამუკა მდინარაძე ისრაელის სახელმწიფოს ახალ ელჩს, რან გიდორს შეხვდა

მამუკა მდინარაძე: „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების ლოგიკას თუ გავყვებით, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს“
16 იანვარი 2020

მამუკა მდინარაძე: „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების ლოგიკას თუ გავყვებით, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს“

მამუკა მდინარაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა
04 დეკემბერი 2019

მამუკა მდინარაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R