საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო გოგუაძე: „ჩვენ გამოვიკვლევთ ყველა დასაბუთებულ მოსაზრებას, რომელიც დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელების საკითხებზე ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს“

თემატური მოკვლევა დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხების შესახებ 27 მარტი 2019
 ნინო გოგუაძე: „ჩვენ გამოვიკვლევთ ყველა დასაბუთებულ მოსაზრებას, რომელიც დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელების საკითხებზე ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფმა, ადგილობრივი ორგანიზაციებისგან დასაბუთებული მოსაზრებების მიღება დაასრულა.

საწყის ეტაპზე, მოკვლევის ჯგუფთან თანამშრომლობის სურვილი 30-მა ორგანიზაციამ დაადასტურა, საკითხზე დასაბუთებული წერილობითი მოსაზრებები 16- მა ორგანიზაციამ წარმოადგინა.

„მოცულობითი ინფორმაცია მივიღეთ, როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ამ დასაბუთებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოსაზრებების გათვალისწინებით ასევე, აღმასრულებელი უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოვკვეთავთ იმ ძირითად საფრთხეებს, რომელიც საქართველოში დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელებას უკავშირდება. ვიმსჯელებთ, კიდევ რა ღონისძიებებია გასატარებელი, როგორც საკანონმდებლო ასევ,ე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე დეზინფორმაციის და პროპაგანდის ზემოქმედების საფრთხეების შესამცირებლად“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მოკვლევის ჯგუფი, საჭიროების შემთხვევაში, გამართავს ზეპირ მოსმენებს იმ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებმაც, დასაბუთებული მოსაზრებები წარმოადგინეს. მოკვლევის პროცესში, ასევე მოუსმენენ აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენლებს.

მოკვლევის პროცესის ბოლოს, ჯგუფი შეიმუშავებს დასკვნას და რეკომენდაციების პროექტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის წარსადგენად.

დასაბუთებული მოსაზრებები წარმოადგინეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: CIPDD - მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი; IDFI - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; GFSIS - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - რონდელის ფონდი; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; NDI - ეროვნული დეკორატიული ინსტიტუტი; CRRC – კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი; GRASS - საქართველოს რეფორმების ასოციაცია; TI - საერთაშორისო გამჭვირვალობა ; MDF- მედიის განვითარების ფონდი; GSAC - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი; საქართველოს მდგრადი განვითარების ასოციაცია; თბილისის ლიბერალური აკადემია ; ტაბულა; მედია კლუბი, საია- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, IRI- საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობისა და მიღებული მასალების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პარლამენტის ვებგვერდზე >>> 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნინო გოგუაძე გერმანული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
04 ნოემბერი 2019

ნინო გოგუაძე გერმანული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

მსგავსი

 დიმიტრი ცქიტიშვილი: „მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც რუსეთის მიერ წარმოებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის საკითხებთან დაკავშირებით არის აკუმულირებული“
19 ივნისი 2019

დიმიტრი ცქიტიშვილი: „მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც რუსეთის მიერ წარმოებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის საკითხებთან დაკავშირებით არის აკუმულირებული“

ნინო გოგუაძე: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატურმა მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა გამართა
04 აპრილი 2019

ნინო გოგუაძე: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატურმა მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R