საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო გოგუაძე გერმანული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

თემატური მოკვლევა დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხების შესახებ 04 ნოემბერი 2019
ნინო გოგუაძე გერმანული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე იმსჯელეს თემატური მოკვლევის ჯგუფის მომხსენებელმა ნინო გოგუაძემ და გერმანელმა ჟურნალისტებმა შეხვედრისას, რომელიც პარლამენტში გაიმართა.

მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ამჟამად გერმანიაში ყალბი ინფორმაციის გავრცელების საკითხებთან დაკავშირებით მუშაობენ, შეხვედრისას დაინტერესდნენ დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხთან დაკავშირებით რა ტიპის პრობლემური საკითხები გამოიყო თემატური მოკვლევისას, ვინ არიან მოწყვლადი ჯგუფები და ვისზე ვრცელდება დეზინფორმაცია, რა მასშტაბის პრობლემად აღიქვამს ამას სახელმწიფო და რა უნდა გააკეთოს მან უფრო ეფექტიანი პოლიტიკის განსახორციელებლად.

ნინო გოგუაძის შეფასებით, დეზინფორმაციასა და პროპაგანდას საქართველო გამოყოფს პრობლემურ საკითხად თუმცა, ამავდროულად ასევე, პრობლემურია საკითხი დასავლეთ ევროპის ქვეყნებისაც.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემებთან დაკავშირებით საერთო ბევრი შეიძლება მოიძებნოს, მაინც ყველა ქვეყანას თავისებური კონტექსტი აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლა, რათა უფრო დიდი სურათით შეგვეძლოს დანახვა, სად იკვეთება ქვეყნების ეს საფრთხეები, სად არის თავისებურებები, სად შეიძლება სახელმწიფოებმა და ქვეყნებმა ერთობლივი მუშაობის პერსპექტივები დაინახონ. ეს არის ინფორმირების კარგი შესაძლებლობა სხვა ქვეყნების საზოგადოებისთვისაც, თუ რა ტიპის პრობლემების და სირთულეების წინაშე დგას საქართველო ამ მიმართულებით“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნინო გოგუაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია არსებული საფრთხეები რეალურად იყოს აღქმული, რათა შესაბამისად მოხდეს რეაგირების მექანიზმებზე მუშაობა.

„როდესაც დეზინფორმაციაზე და პროპაგანდაზე ვმუშაობთ, მთავარია, საფრთხეს მივუდგეთ ისე, როგორც არის წარმოჩენილი და არ ვიმსჯელოთ სტერეოტიპებზე და პოპულარულ საკითხებზე. რეალურად უნდა აღვიქვათ ის საფრთხეები, რაც არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგვიჭირდება რეაგირების მექანიზმებზე მუშაობა. მთავარია ვიცოდეთ საიდან მოდის და ვინ ავრცელებს ამ საფრთხეს, რა არის ჩვენი რეაგირების მექანიზმები, როგორ უნდა ვიყოთ უფრო მეტად ეფექტიანები და რა არის საერთაშორისო პრაქტიკა“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

 დიმიტრი ცქიტიშვილი: „მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც რუსეთის მიერ წარმოებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის საკითხებთან დაკავშირებით არის აკუმულირებული“
19 ივნისი 2019

დიმიტრი ცქიტიშვილი: „მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც რუსეთის მიერ წარმოებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის საკითხებთან დაკავშირებით არის აკუმულირებული“

მსგავსი

ნინო გოგუაძე: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატურმა მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა გამართა
04 აპრილი 2019

ნინო გოგუაძე: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატურმა მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა გამართა

 ნინო გოგუაძე: „ჩვენ გამოვიკვლევთ ყველა დასაბუთებულ მოსაზრებას, რომელიც დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელების საკითხებზე ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს“
27 მარტი 2019

ნინო გოგუაძე: „ჩვენ გამოვიკვლევთ ყველა დასაბუთებულ მოსაზრებას, რომელიც დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელების საკითხებზე ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს“

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R