საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო წილოსანი და დავით სონღულაშვილი ჩაერთნენ ტურისტული სექტორის გამოწვევაში - „იმოგზაურე შენს ქვეყანაში“

ღონისძიებები 15 ივნისი 2020
ნინო წილოსანი და დავით სონღულაშვილი ჩაერთნენ ტურისტული სექტორის გამოწვევაში - „იმოგზაურე შენს ქვეყანაში“

დღეს, როდესაც  კოვიდპანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების შესაბამისად, ქვეყანაში შიდა ტურიზმი გაიხსნა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, რომელიც ასევე ტურიზმის თემაზე პარლამენტის თემატური მომხსენებელია და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი ტურისტული სექტორის გამოწვევაში - „იმოგზაურე შენს ქვეყანაში“ ჩაერთნენ და ტურისტული სექტორის გახსნის პირველივე დღეს გურჯაანის რაიონს ესტუმრნენ. 

პარლამენტის წევრები ამ კამპანიაში გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებელმა, ტურისტული კომპანია culinary & wine expedition-ის მფლობელმა და გასტროტურიზმის ტრენერმა ქეთი კვიჭიძემ გამოიწვია.  

პარლამენტის წევრებთან ერთად, „იმოგზაურე შენს ქვეყანაში“  საჩვენებელი ტურის ფარგლებში, მონაწილეობდნენ ტურისტული კომპანია culinary & wine expedition-ის მფლობელი ქეთი კვიჭიძე, ტურისტული გვერდის „გიდინფოს“ მფლობელი რუსიკო ჯაფარიძე, „ინფოგიდების“ დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგიძე, ტუროპერატორი ზაზა სიჭინავა, ტურისტულ სააგენტო „პაატა.ge“-ის დამფუძნებელი პაატა ვარდანაშვილი, დამოუკიდებელი გიდი მაია ქავთარიშვილი. 

ტურისტული ტური რეგულაციების სრული დაცვითა და მოთხოვნით წარიმართა, შესაბამისად, მათ  საკუთარ თავზე გამოსცადეს ის რეგულაციები, რომელთა დაცვაც ტურისტებს პანდემიის პირობებში მოუწევთ.  

კანონმდებლები ადგილზე გაეცნენ ასევე, თუ რამდენად მომზადებული ხვდება ტურისტული ობიექტები შიდა ტურიზმის გახსნას. 

პარლამენტის წევრები შეხვდნენ ტურიზმში ჩართული მარნების მფლობელებს, მცირე მეწარმეებს, საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებს.  

კერძოდ, კარდენახში დაათვალიერეს „ნაღდი მარანი“, გურჯაანში გახსნეს ახალი სასტუმრო “Villa Art Kotekhi”, ეწვივნენ  ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმს, ასევე გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ გიდებთან. 

შეხვედრაზე ისაუბრეს ტურიზმის სექტორის წინაშე მდგარ პრობლემებზე, პანდემიისგან გამოწვეული საფრთხეების აცილების მიზნით შემოღებული რეგულაციების თაობაზე, თუ რამდენად შესრულებადია ისინი, გიდების პრობლემებზე.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, გურჯაანის რაიონში და, საერთოდ, კახეთში ტურისტული ობიექტები, ყველა რეკომენდაციის დაცვით,  საკმაოდ მომზადებული ხვდებიან სეზონის გახსნას და სტუმრების მისაღებად მზად არიან. 

„ისინი ფაქტობრივად მზად არიან იმ რეგულაციების დასაცავად, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ერთმანეთის სიცოცხლეს მოვუფრთხილდეთ. ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება და დავიცვათ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც ნინო წილოსანმა განაცხადა, დღევანდელი ტურით შეეცადნენ დაეფარათ ყველა მიმართულება, სწორედ ამიტომაც იყვნენ საოჯახო ტიპის მარანში, ნატო ვაჩნაძის მუზეუმში, ასევე გახსნეს ახალი სასტუმრო გურჯაანში, შეხვდნენ გიდებს, რათა ყოველმხრივ მიეღოთ სრული ინფორმაცია ქვეყანაში ტურიზმის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. 

„გურჯაანის რაიონში დღევანდელი ჩვენი სტუმრობის მიზანი იყო რეალობაში გვენახა, თუ როგორ მუშაობს ტურისტული სექტორი გახსნის პირველივე დღეს. ეს გამოწვევა ტურისტული სექტორის აქტიურმა წარმომადგენლებმა გაგვიკეთეს  და პირველი ტურისთვის შევარჩიეთ კახეთი - ტურიზმისთვის ერთ-ერთი აქტუალური და „ცხელი“ წერტილი. მთელი ამ ტურის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო,  თითოეულ ლოკაციაზე, თავად გიდებისაგან გაგვეგო და გვენახა რა გამოწვევის წინაშე დგას ტურიზმი, რამდენად რეალურია და შესრულებადი რეგულაციები, რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ გიდები ან ტურისტები. ეს რეგულაციები, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს იმას, რომ უსაფრთხოება ჯანდაცვისა იყოს უზრუნველყოფილი და დაცული იყოს ადამიანების სიცოცხლე და, მეორე მხრივ, თავისთავად იმას, რომ სექტორი რეალურად ამუშავდეს და ეს რეგულაციები არ იყოს შემაფერხებელი მიზეზი. შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, დატვირთული და საინტერესო დღე იყო.  მოვდივართ ინფორმაციით და საინტერესო წინადადებებით აღჭურვილნი, რომლებსაც აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებს გავუზიარებთ და იმედი გვაქვს, რომ ტურების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის აუცილებელი წინადადებები გაზიარებული იქნება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრების შემდეგ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
25 სექტემბერი 2020

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

მსგავსი

ნინო წილოსანმა მწვანე ბიუჯეტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა
22 სექტემბერი 2020

ნინო წილოსანმა მწვანე ბიუჯეტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
17 სექტემბერი 2020

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი
16 სექტემბერი 2020

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

ნინო წილოსანი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი - სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში
14 სექტემბერი 2020

ნინო წილოსანი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი - სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R