საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რატი იონათამიშვილი: „ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით ჩვენ ვხვდებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მთელ რეგიონში“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 11 სექტემბერი 2019
რატი იონათამიშვილი: „ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით ჩვენ ვხვდებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მთელ რეგიონში“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა უძღვებოდა, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი  „საქართველოს მთავრობისადმი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციის თაობაზე“ განიხილეს.

საკითხი განსახილველად პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა წარადგინა.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით საქართველო აღიარებს ძირითადი კონვენციით შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს ინდივიდუალური საჩივრები სახელმწიფოს მიერ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ გათვალისწინებული უფლებების დარღვევების თაობაზე.

საქართველოს პარლამენტის მიერ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება ხელს შეუწყობს საქართველოს მხრიდან კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების სრულფასოვან განხორციელებას, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დარგში დამკვიდრებული სტანდარტების ამაღლებას და საქართველოს, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრის მიერ, საერთაშორისო ვალდებულებების წარმატებულ განხორციელებას.

„საკითხს, რომელიც დღეს განსახილველადაა წარმოდგენილი, ვლობირებდი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამოქალაქო სექტორში ვიყავი. ეს არის სტრატეგიული საკითხი თითოეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანისთვის. ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით ჩვენ ვხვდებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მთელ რეგიონში“, - განაცხადა მომხსენებელმა რატი იონათამიშვილმა.

საკითხს, კომიტეტის, მათ შორის, ოპოზიციონერმა წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის დადგენილების შესაბამისად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების პროცედურების უზრუნველყოფას და შესაბამისი წესით მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებენ.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, ხშირ შემთხვევაში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების მიერ დამკრძალავი ბიუროების მომსახურებაზე გაწეული ხარჯი აჭარბებს საქართველოს კანონით გამარტივებული შესყიდვებისთვის განსაზღვრულ მონეტარულ ზღვრებს (50 000 ლარი), რის გამოც ხდება გამარტივებული შესყიდვების თაობაზე ნორმის დადგენილი დარღვევა.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, გამარტივებული წესით განსახორციელებელი შესყიდვების ჩამონათვალს დაემატება საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების მიერ.

მთავრობის წარმომადგენელმა სხდომაზე „საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ“ 1994 წლის 1 ივლისის ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების პირობების საპროექტო მომსახურების გაეროს ოფისზე გავრცელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების თაობაზე დოკუმენტიც წარადგინა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა
22 ივნისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მსგავსი

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს
21 მაისი 2021

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა
13 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა

13 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
11 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R