საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის წევრის, კახაბერ ოქრიაშვილის გამოსვლა

უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები 17 თებერვალი 2014

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი

 

მოგესალმებით კოლეგებო, ბატონო თავმჯდომარე, ნება მომეცით გაგაცნოთ ჩვენი ფრაქციის “უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ მოსაზრება წარმოდგენილ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რას არ ვეთანხმებით და ვთვლით, რომ არის მიუღებელი დღევანდელ მოქმედ კოდექსში.


1. დაქირავებულის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან ახსნა-განმარტების და არგუმენტაციის გარეშე. დასაქმებულის გათავისუფლება უნდა ხდებოდეს დასაბუთებული, ობიექტური არგუმენტების საფუძველზე.


2. დაუშვებელია მოკლე ვადიანი ხელშეკრულებები, (1 თვიანი), რომლებიც შემდგომში მუდმივ რეჟიმში გრძელდება და დასაქმებულს ამყოფებს მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში სამუშაოს და ანაზღაურების ყოველდღიური დაკარგვის შიშის გამო, რაც ამცირებს შრომის ნაყოფიერებას.


3. მაგრამ აქვე არ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ შრომითი ხელშეკრულებები უნდა იყოს მხოლოდ უვადო. ეს გახლავთ მეორე უკიდურესობისკენ გადახრა, ამცირებს კონკურენციას სამუშაო ადგილების მოპოვება-შენარჩუნებაზე და აგრეთვე უარყოფითად მოქმედებს შრომის ნაყოფიერებაზე.


გთავაზობთ შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. დაუშვებელია შრომის ხელშეკრულების ვადა იყოს 1 წელზე ნაკლები გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამუშაოს შესრულება უკავშირდება:
ა) კონკრეტული სამუშაოს შესრულებას
ბ) სეზონურ სამუშაოს
გ) სამუშაოს მოცულობის დროებით გაზრდას
დ)სამუშაოზე დროებით არყოფნისას დასაქმებულის ჩანაცვლებას.
ე) სხვა ობიექტურ გარემოებებს
კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ვალდებულება ჩნდება. არსებობს რისკი საბაზისო ანაზღაურების შემცირების და შემცირებული ნაწილის პრემიალურ და ზეგანაკვეთურ ანაზღაურებაში გადანაცვლების, რაც ყოველთვის სუბიექტურია და დამოკიდებულია დამსაქმებლის კეთილ ნებაზე.


მიგვაჩნია, რომ ზეგანაკვეთური ანაზღაურების კოეფიციენტი უნდა განისაზღვროს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.


41-ე მუხლით კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების დროს (50 კაცი და მეტი) სავალდებულოა პროფკავშირებში გაწევრიანება, რაც ქმნის არათანაბარ პირობებს. ამით შრომით კოლექტივებს უფლება ერთმევათ ჩამოყალიბდნენ მხარედ პროფკავშირებში გაწევრიანების გარეშეც. აგრეთვე ეს მუხლი არ ითვალისწინებს 50 კაცამდე კოლექტივების უფლებას გააფორმონ კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებები.
გაგვაჩნია რამოდენიმე მოსაზრება, რომლებსაც მუხლობრივი განხილვის პროცესში დავაყენებთ.
იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნულ საკითხებზე გაგრძელდება მსჯელობა და მიღწეული იქნება კონსენსუსი, რათა მივიღოთ კონკრეტული დაბალანსებული კოდექსი, რომელიც უზრუნველყობს დამსაქმებლის და დასაქმებულის ინტერესებს, რაც ხელს შეუწყობს შრომის ნაყოფიერების ზრდას, დადებით ზეგავლენას მოახდენს შიდა და გარე ინვესტიციების მოზიდვაზე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპებზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კახაბერ ოქრიაშვილის გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
03 თებერვალი 2016

კახაბერ ოქრიაშვილის გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

მსგავსი

28 დეკემბერი 2015

კახა ოქრიაშვილის გამოსვლა პლენარულ სხდომაზე

18 დეკემბერი 2015

კახა ოქრიაშვილის გამოსვლა პლენარულ სხდომაზე

27 ნოემბერი 2015

კახა ოქრიაშვილის გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

31 მარტი 2015

ფრაქცია \"უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარის, კახაბერ ოქრიაშვილის გამოსვლა პარლამენტის რიგგაშე სხდომაზე

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R