საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ახალი წევრის ლევან მგალობლიშვილის უფლებამოსილება ცნო
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 03 ოქტომბერი 2019

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის შოთა შალელაშვილის ადგილმონაცვლის, ლევან მგალობლიშვილის უფლებამოსილება ცნო.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა კოლეგებს წარუდგინა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოსული შესაბამისი განკარგულება და თანდართული დოკუმენტაცია.
ლევან მგალობლიშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიით მომდევნო წევრია და შესაბამისად, მას შემდეგ რაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან ამ საკითხს, ლევან მგალობლიშვილი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება.