საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სერგი კაპანაძე: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების გამოძიების მიზნით შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ვარიანტზე მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 31 Aug 2018
სერგი კაპანაძე: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების გამოძიების მიზნით შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ვარიანტზე მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების გამოძიების მიზნით შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ვარიანტზე მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა. დასკვნის პროექტი მომზადებულია და მიწოდებულია კომისიის წევრებისთვის. ჩვენ ახლა გადავდივართ ჩვენი საქმიანობის ბოლო ნაწილზე, რაც გულისხმობს ამ დასკვნის განხილვას და საბოლოო პროექტის მომზადებას, რომელიც უახლოეს ხანებში იქნება გამოქვეყნებული“, - განაცხადა 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომისიამ ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა.

„გამოიკითხა სამოცდაათზე მეტი მოწმე, მათ შორის არასრულწლოვანები, გვქონდა შეხვედრა ყველა მხარესთან, მოვისმინეთ როგორც პროკურატურის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების პოზიციები. გამოვლენილი იქნა კონკრეტული დარღვევები, რომელიც ასახული იქნება, ბუნებრივია, საბოლოო დასკვნაში და ასევე, გაცემული იქნება კონკრეტული რეკომენდაციები“, - აღნიშნა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ.

სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისია დღეს დაიწყებს დასკვნის განხილვას და ძალიან მალე საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება იმ კონკრეტული ღონისძიებების შესახებ, რომელიც გატარებული იქნება კომისიის მხრიდან, იგულისხმება, მათ შორის, ამ დასკვნის ნაწილების საჯარო განხილვა.

„ეს მოხდება უახლოეს ხანებში, მაგრამ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასკვნაზე მუშაობის პირველი ეტაპი, მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულებულია“, - აღნიშნა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
10 Sep 2018

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

მსგავსი

სერგი კაპანაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაჯამა
06 Sep 2018

სერგი კაპანაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაჯამა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა
05 Sep 2018

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე რეკომენდაციების პროექტი განიხილეს
04 Sep 2018

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე რეკომენდაციების პროექტი განიხილეს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტზე იმსჯელეს
03 Sep 2018

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R