საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შოთა ხაბარელმა სოფელ ნორიოში ძიუდოს დარბაზის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

მაჟორიტარი დეპუტატები 19 Oct 2017
შოთა ხაბარელმა სოფელ ნორიოში ძიუდოს დარბაზის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში შოთა ხაბარელმა მონაწილეობა მიიღო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზის გახსნაში.

ნორიოს ძიუდოს დარბაზის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ ჯამში 470 000 ლარი შეადგინა.

პროექტის ფარგლებში, სპორტულ დარბაზში მოეწყო გათბობის სისტემა, წყალგაყვანილობა და ვენტილაცია. კომპლექსში შედის სამასწავლებლო, იზოლირებული გასახდელები და საშხაპეები, ასევე იმუშავებს ტრენაჟორების ოთახი.

ძიუდოს სპორტული დარბაზი 300-მდე ახალგაზრდას მოემსახურება. დარბაზი, რომლის ფართობი 370 კვ. მეტრია, 200-ზე მეტ მაყურებელს იტევს.

თავად ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთად თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ძიუდოს დარბაზის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები ძიუდოში - ზურაბ ზვიადაური, ლაშა შავდათუაშვილი, ირაკლი ცირეკიძე, ამირან ტოტიკაშვილი, საქართველოს ნაკრების წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ოქტომბერში გარდაბნის მუნიციპალიტეტში სართიჭალის შემდეგ უკვე მეორე სპორტული დარბაზი გაიხსნა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა
25 Apr 2021

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა

მსგავსი

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს
22 Mar 2021

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა
13 Mar 2021

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
08 Mar 2021

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო
01 Mar 2021

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R