საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფიო ქაცარავა და ირაკლი მეზურნიშვილი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 22 მაისი 2017
სოფიო ქაცარავა და ირაკლი მეზურნიშვილი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, საქართველოს გაცხადებულ საგარეო კურსზე, პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროპული სივრცისკენ საქართველოს სწრაფვაზე და ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე ისაუბრეს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ გაცხადებული და ჩამოყალიბებული საგარეო კურსი, რომელსაც ევროპული და ევროატლანტიკური კურსი ჰქვია“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ. მან იმ სიკეთეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველომ ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის შედეგად უნდა მიიღოს. ასევე, მიმოიხილა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები.

სოფიო ქაცარავამ სტუდენტებთან შეხვედრისას ქვეყანაში უკვე განხორციელებულ და ჯერ კიდევ მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით მიმდინარე პროცესებზე. ასევე საუბარი შეეხო ვიზის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით მიღწეულ წარმატებას და ამ წარმატების მიღწევისთვის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს.

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც უვიზო მიმოსვლის ამოქმედება იძლევა. კომიტეტის თავმჯდომარემ განათლებასა და განათლებული ახალგაზრდების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებსა თუ პროექტებზე, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ.

„ვიზის ლიბერალიზაციამ ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია მოგვცა იმისთვის, რომ ბევრი გავაკეთოთ ამ სივრცეში ინტეგრაციისთვის. ახალგაზრდებს დიდი შესაძლებლობები გეძლევათ იმისთვის, რომ სწავლა სხვადასხვა ქვეყანაში განაგრძოთ“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრაზე, ირაკლი მეზურნიშვილმა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებაა. „ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებს იმისთვის, რომ სტანდარტები გაიზარდოს ისეთ დონეზე, რათა ჩვენი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე ინტენსიურად გავიდეს. ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე. მისი თქმით, ევროკავშირის გარდა, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ჩინეთთან და ახლა მიდის ინტენსიური მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

დეპუტატებმა საქართველო-რუსეთსა და საქართველოს ხელისუფლების ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზეც ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა 2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის კანონის იმ პუნქტზე, სადაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი პირველად გაკეთდა. როგორც აღინიშნა, ხსენებული კანონის თანახმად, დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყანა რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობებს დაამყარებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტების კითხვები ძირითადად საქართველოს საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს ეხებოდა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს პარლამენტში მოსვლის და დეპუტატებთან შეხვედრის სურვილისთვის. „მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრების ხშირად გამართვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან, განსაკუთრებით კი, მომავალ თაობასთან. ჩვენი საქმიანობის, ქვეყნის მიერ არჩეული კურსის, მიღწევებისა და გამოწვევების უკეთ გაცნობის მიზნით, ჩვენ ინტენსიურად ვმართავთ შეხვედრებს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან არა მარტო თბილისის მასშტაბით, არამედ რეგიონებშიც“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ, 20 ივნისს საქართველოში 57 ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის დაარსების 25 წლისთავთან დაკავშირებით, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტში მოიწვია.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა
22 ივნისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მსგავსი

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს
21 მაისი 2021

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა
13 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა

13 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
11 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R