საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „საქართველო და ევროკავშირი - აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთო ხედვის ძიებაში“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 11 ოქტომბერი 2019
სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „საქართველო და ევროკავშირი - აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთო ხედვის ძიებაში“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში „საქართველო და ევროკავშირი - აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთო ხედვის ძიებაში“.

დისკუსიის მთავარი თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობა ინიციატივის წევრი სახელმწიფოებისთვის, რა ეტაპზეა ამჟამად ინიციატივა და რა მიმართულებით ვითარდებიან საქართველო და ევროკავშირი, რა შეიძლება იყოს ხედვა საქართველოსა და ევროკავშირისთვის.

სოფიო ქაცარავამ ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მნიშვნელობაზე, როგორც ეფექტურ ინსტრუმენტზე, რომელსაც ხელშესახები შედეგები აქვს საქართველოს მოსახლეობაზე. ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ლიდერი ქვეყნის როლს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ძალიან მნიშნელოვანი ინიციატივა, რომელსაც ხელშესახები შედეგები მოაქვს მისი წევრი სახელმწიფოებისთვის და იქ მცხოვრები ხალხისთვის და ჩვენ ამ შედეგს ნათლად ვხედავთ. ჩვენ 10 წლის განმავლობაში მივაღწიეთ ბევრ წარმატებას და სამართლიანად მოვიპოვეთ ლიდერი ქვეყნის სტატუსი. შემდეგ ეტაპზე ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან გვჭირდება ნათელი ევროპული პერსპექტივა, რომ საქართველომ მიაღწიოს მის საბოლოო მიზანს - ევროინტეგრაციას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საჯარო დისკუსია ჩატარდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფორმატის „Boell Talks” ფარგლებში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ მანუელ სარაცინი, გერმანიის პარლამენტის წევრი და კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი. დისკუსიის მოდერატორი იყო შტეფან მაისტერი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა
22 ივნისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მსგავსი

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს
21 მაისი 2021

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა
13 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა

13 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
11 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R