საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი მეზურნიშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 24 იანვარი 2020
ირაკლი მეზურნიშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა. 

მოხსენებაში მან ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა რეგულირების ზეგავლენის შეფასება და მთავრობის როლი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და ეკონომიკის გაციფრულების პროცესში.

მისი თქმით საქართველოს მთავრობამ ახლახანს დანერგა ახალი ინსტრუმენტი - რეგულირების გავლენის შეფასება, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. 
„ჩვენ აქამდე გვქონდა სიტუაცია, როცა პარლამენტი წლიდან წლამდე ასობით კანონს ღებულობდა, რომელთა განმარტებითი ბარათები ხშირად საკმაოდ სუსტი და ბუნდოვანი იყო. რეგულირების ზეგავლენის შეფასებით კი კანონპროექტის ინიციატორი ვალდებული იქნება კანონის მიღების შედეგად წარმოქმნილი ყველა შესაძლო რისკი და სცენარი წინასწარ განჭვრიტოს და გააკეთოს შესაბამისი ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი, რითაც ზუსტი სურათი გვეცოდინება ამ კანონის მიღების შედეგებზე. თავდაპირველად ამ ინსტრუმენტის გამოყენება მთავრობის კანონპროექტებზე იქნება სავალდებულო, თუმცა სურვილის შემთხვევაში პარლამენტარებსაც არავინ ზღუდავს“, - აცხადებს მეზურნიშვილი. 

მან ამ მხრივ წინა მთავრობის უარყოფით პრაქტიკაზეც გაამახვილა ყურადღება, როცა მაგალითად დერეგულაციის პოლიტიკამ პრაქტიკულად ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი საფინანსო სექტორში მოგვცა სავალალო შედეგები - „დერეგულაციის პოლიტიკამ საფინანსო სექტორში და მხოლოდ აიდი ბარათებით სესხების გაცემის პრაქტიკამ საქართველოს მოსახლეობაში ჭარბვალიანობა გამოიწვია და საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა გახადა, რომლის მოსახლეობასაც ბანკების მიმართ რაოდენობრივად ყველაზე მეტი ვალი ჰქონდა და ამ მსესხებლების უმეტესი ნაწილი იყო გადამხდელუუნარო. საბერდნიეროდ შეიცვალა ეს პრაქტიკა და ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი რეგულირების დაწესებით შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემა ნაწილობრივ შეზღუდა. ხოლო 600 ათასზე მეტ მსესხებელს, რომელიც ე.წ. შავ სიაში იყო შეყვანილი და გამოთიშული იყო რეალური ეკონომიკიდან, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდმა“ სესხები სრულად გაუნულა, რითაც ამ ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა დაბრუნებოდნენ ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა. 

ირაკლი მეზურნიშვილმა საქართველოს მხრიდან ბოლო წლებში ტექნოლოგიურ სფეროში არსებულ მიღწევებზეც გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც ბლოკჩეინ მომსახურება საჯარო სექტორში დანერგა - „ჩვენმა მთავრობამ მსოფლიოში პირველმა დანერგა საჯარო სექტორში ბლოკჩეინ სერვისი, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის რამდენიმე წლის წინ პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. ეს სერვისი ძალიან მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებული ინვესტორისთვის. ჩვენ აგრეთვე წამყვანი პოზიციები გვიკავია მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსში და სტაბილურად ვართ ტოპ 10 საუკეთესო ქვეყანაში, სადაც ბიზნესის კეთება ყველაზე მიმზიდველია. ჩვენთან ყველაზე ნაკლები პროცედურების გავლა მოგიწევთ იმისთვის, რომ თქვენი ბიზნესი დაარეგისტრიროთ და დაიწყოთ საქმიანობა, ამ მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილს ვიკავებთ. ჩვენთან საგადასახადო გარემო ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური და მიმზიდველია. გარდა ამისა, ჩვენი მოსახლეობა ისტორიულად ყველაზე სტუმართმოყვარე ერია. ასე რომ, საქართველოს კარები ყველასთვის ღიაა, ვისაც ჩვენთან მეგობრობა და საქმის კეთება სურს“, - მიმართა ირაკლი მეზურნიშვილმა ფორუმზე წარმოდგენილ დელეგატებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა
17 მაისი 2021

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა

მსგავსი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
17 მაისი 2021

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

დავით სონღულაშვილი რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
13 მაისი 2021

დავით სონღულაშვილი რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი აშშ-ის სავაჭრო პალატის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
29 აპრილი 2021

დავით სონღულაშვილი აშშ-ის სავაჭრო პალატის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძემ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
28 აპრილი 2021

მიხეილ სარჯველაძემ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R