საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმზე პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ ისაუბრა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი 17 ივლისი 2019
თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმზე პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში მიიღო მონაწილეობა. 

თამარ ჩუგოშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყურადღება საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების გამომწვევ მიზეზებზე გაამახვილა. მისი თქმით, ეს მიზეზებია რუსული დეზინფორმაცია, რადიკალური პოლიტიკური ძალები და მედიის ნაწილი, რომელიც ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, სიძულვილსა და აგრესიას ნერგავს. 

„პოლიტიკური პოლარიზება გლობალური ტენდენციაა და ეს არ არის უნიკალური მხოლოდ საქართველოსთვის. სულ უფრო მეტი ქვეყანა საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკური პოლარიზება არაჯანსაღ კონკურენციას და გარემოს ქმნის. 
საქართველოში ამ ყველაფერს რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი მხრივ, სახეზე გვაქვს რუსული რბილი ძალა, რომელიც ცდილობს, რამდენიმე საკითხზე, განსაკუთრებით, საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით, საზოგადოების დაყოფა მოახდინოს. მეორე მხრივ, გვყავს უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები, რომლებიც საზოგადოებას ეუბნებიან, რომ არჩევნების გზით ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება, ან რაიმე ცვლილების მოხდენა შეუძლებელია და სხვა გზებით - რევოლუციური, ნახევრად რევოლუციური თუ დესტრუქციული გზებით მოქმედებისკენ მოუწოდებენ. ეს, ბუნებრივია, აჩენს დამატებით პოლარიზაციას საზოგადოებაში. 
მედიაში არის გარკვეული ელემენტები, რომლებიც აგრესიული, არაეთიკური, უკულტურო რიტორიკის შემოტანით, დამატებით დაძაბულობას ქმნიან. სხვადასხვა საზოგადოებები სხვადასხვა კუთხით აწყდებიან პოლარიზების პრობლემას. ყველა თანხმდება, რომ ერთი მხრივ, ეს გლობალური ტენდენციაა, მაგრამ მეორე მხრივ, აუცილებელია მის წინააღმდეგ მუშაობა, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობა იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებას. ეს იყო საერთო სულისკვეთება, რაზეც დარბაზში ყველა თანხმდებოდა“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი სამაუწყებლო მედიაგარემო იყოს უზრუნველყოფილი“
09 ოქტომბერი 2019

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი სამაუწყებლო მედიაგარემო იყოს უზრუნველყოფილი“

მსგავსი

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენთვის, როგორც მეზობელი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია სომხეთის პარლამენტთან თანამშრომლობა“
26 სექტემბერი 2019

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენთვის, როგორც მეზობელი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია სომხეთის პარლამენტთან თანამშრომლობა“

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ლიდერთა პროგრამაში იღებს მონაწილეობას
18 სექტემბერი 2019

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ლიდერთა პროგრამაში იღებს მონაწილეობას

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ექსპერტს ადამიანის უფლებების საკითხებში, მეგი ნიკოლსონს შეხვდა
12 სექტემბერი 2019

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ექსპერტს ადამიანის უფლებების საკითხებში, მეგი ნიკოლსონს შეხვდა

თამარ ჩუგოშვილმა და პროფესიული პრაქტიკის პროგრამის (PFP) შემფასებელთა ჯგუფის წევრებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის აუცილებლობასა და გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
12 სექტემბერი 2019

თამარ ჩუგოშვილმა და პროფესიული პრაქტიკის პროგრამის (PFP) შემფასებელთა ჯგუფის წევრებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის აუცილებლობასა და გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R