საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც უნდა იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და ამისათვის გვჭირდება ძალიან მკაფიო მესიჯი ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს არის ურთიერთ სურვილი“

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი 11 ივლისი 2019
თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც უნდა იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და ამისათვის გვჭირდება ძალიან მკაფიო მესიჯი ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს არის ურთიერთ სურვილი“

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც უნდა იყოს სრულად დემოკრატიული და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამისათვის ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო აღქმა და მესიჯი ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს სურვილი - ვიყოთ ამ ერთიანი ოჯახის წევრი, ურთიერთ სურვილია. ჩვენ გვიხარია, რომ თანამშრომლობისთვის არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობები და გვინდა, რომ უფრო მეტად დავინახოთ ამ თანამშრომლობის გაფართოება,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ბათუმში მიმდინარე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მე -16 საერთაშორისო კონფერენციის თემატურ სესიაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა - სტიმული დემოკრატიული ცვლილებებისთვის“. 

თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებაზე ორგანიზაციაში რუსეთის დაბრუნების თაობაზე.

„საქართველოსთვის რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. ეს ნიშნავს მუდმივ საფრთხეს, მუდმივ რისკს ჩვენი უსაფრთხოებისათვის და იმ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის უფლებების დარღვევის კუთხით. სამწუხაროა, რომ რუსეთი დააბრუნეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მიუხედავად ყველა დარღვევისა უკრაინისა და საქართველოს მიმართ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ რუსეთს ეს კარი გაუღო ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ანუ უპირობოდ. ის მესიჯები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე არის ნამდვილად ცუდი გაკვეთილი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თემატურ სესიაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს იმის თაობაზე, როგორ უწყობს ხელს „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ პარტნიორ ქვეყნებში ეფექტიანი და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.

ასევე, რამდენად შეძლო გაწეულმა ძალისხმევამ პარტნიორი ქვეყნების საფრთხეებისადმი მდგრადობის გაძლიერება და რამდენად შეამცირა საზოგადოების მოწყვლადობა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი სამაუწყებლო მედიაგარემო იყოს უზრუნველყოფილი“
09 ოქტომბერი 2019

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი სამაუწყებლო მედიაგარემო იყოს უზრუნველყოფილი“

მსგავსი

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენთვის, როგორც მეზობელი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია სომხეთის პარლამენტთან თანამშრომლობა“
26 სექტემბერი 2019

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენთვის, როგორც მეზობელი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია სომხეთის პარლამენტთან თანამშრომლობა“

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ლიდერთა პროგრამაში იღებს მონაწილეობას
18 სექტემბერი 2019

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ლიდერთა პროგრამაში იღებს მონაწილეობას

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ექსპერტს ადამიანის უფლებების საკითხებში, მეგი ნიკოლსონს შეხვდა
12 სექტემბერი 2019

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ექსპერტს ადამიანის უფლებების საკითხებში, მეგი ნიკოლსონს შეხვდა

თამარ ჩუგოშვილმა და პროფესიული პრაქტიკის პროგრამის (PFP) შემფასებელთა ჯგუფის წევრებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის აუცილებლობასა და გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
12 სექტემბერი 2019

თამარ ჩუგოშვილმა და პროფესიული პრაქტიკის პროგრამის (PFP) შემფასებელთა ჯგუფის წევრებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის აუცილებლობასა და გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R