საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ხულორდავა და ოთარ კახიძე შვედეთის პარლამენტში „ახალი პოლიტიკური ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“ მაღალი დონის სემინარში მონაწილეობენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 05 ნოემბერი 2019
თამარ ხულორდავა და ოთარ კახიძე შვედეთის პარლამენტში „ახალი პოლიტიკური ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“  მაღალი დონის სემინარში  მონაწილეობენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და პარლამენტის წევრი, ოთარ კახიძე შვედეთის პარლამენტში (რიკსდაგი) აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისადმი მიძღვნილ მაღალი დონის სემინარში - „ახალი პოლიტიკური ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“ მონაწილეობენ.

ღონისძიების მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პოლიტიკის განსაზღვრა და ამ პროცესში პარლამენტების და პარლამენტარების ჩართულობის მნიშვნელობა.

სემინარი შვედეთის პარლამენტის, რიკსდაგის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა გახსნა.

მან ხაზი გაუსვა რიკსდაგის და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებს შორის არსებულ თანამშრომლობის კარგ გამოცდილებას.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში თანამშრომლობის 10 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე და განვითარების ხედვაზე ისაუბრა.

განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა სამომავლო პოლიტიკის მიზნების პარტნიორების, უფრო მეტად კი,  ასოცირებული ქვეყნების მოლოდინებთან თანხვედრის აუცილებლობაზე.

დღის ბოლოს, შვედეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში შეხვედრები გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და მკვლევარებთან, რომლებმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები წარმოადგინეს. 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა
25 მარტი 2024

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა

მსგავსი

მაკა ბოჭორიშვილი: დავიდ სასოლიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც საქართველოს ევროინტეგრაციას, ასევე პარტიებს შორის დიალოგს
18 მაისი 2021

მაკა ბოჭორიშვილი: დავიდ სასოლიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც საქართველოს ევროინტეგრაციას, ასევე პარტიებს შორის დიალოგს

ევროპის დღის აღსანიშნავი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება
15 მაისი 2021

ევროპის დღის აღსანიშნავი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება

მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე რუმინეთის ელჩს შეხვდნენ
14 მაისი 2021

მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე რუმინეთის ელჩს შეხვდნენ

08 მაისი 2021

​საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი განცხადება „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R