საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

​საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი განცხადება „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით

მედია და საზოგადოება 08 May 2021

მრავალი წელია, საქართველოში „ევროპის დღის“ აღნიშვნა ტრადიციად იქცა.

1950 წლის 9 მაისს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების სახელით შემუშავებულმა შუმანის დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა გაერთიანებას, რომელსაც დღეს ევროკავშირი ეწოდება.

„ევროპის დღე“ მნიშვნელოვანია ყველა ევროპელისთვის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს დღე ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლოა, რისკენაც მიისწრაფვის საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღეებიდან.

საქართველო მყარად დგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებების დაცვის, სამართლის უზენაესობის განმტკიცების, კარგი მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის დანერგვის მიმართულებით. 

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული და ქმედითი განხორციელება, საქართველოს ევროკავშირთან თანამიმდევრული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესაბამისად ეკონომიკური ინტეგრაცია, მნიშვნელოვანი საფუძველია იმისათვის, რომ 2024 წელს ქვეყანამ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე.

ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციური ამოცანაა, რაც საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას ეფუძნება.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება იქცეს საქართველოში პოლიტიკური ძალების საერთო მიზნად.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წარმატებით განხორციელება შეუძლებელია სამოქალაქო საზოგადოების გარეშე და მათი მხარდაჭერა და ჩართულობა ამ პროცესში განსაკუთრებით დასაფასებელი და ღირებულია. 

ევროკავშირში ინტეგრაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ხელშესახები მონაპოვარია საქართველოს მოქალაქეებისათვის და მნიშვნელოვანია მისი შეუფერხებელი მოქმედება.

დღეს ევროკავშირი არის საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. თანამედროვე ჰიბრიდულ გამოწვევებთან გასამკლავებლად საჭიროა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება იმისათვის, რომ „ევროპის დღის“ მთავარი მონაპოვარი საქართველოსთვისაც იყოს შემდგომი განვითარების ქვაკუთხედი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

25 Mar 2024

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

22 Jun 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R