საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე რუმინეთის ელჩს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 14 May 2021
მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე რუმინეთის ელჩს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ლევან ქარუმიძე საქართველოში რუმინეთის ელჩს, რაზვან როტუნდუს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში რუმინეთის ელჩს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს გეგმის შესახებ 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით. ამ კუთხით, აღინიშნა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობა.

რუმინეთის ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუმინეთი, როგორც ევროინტეგრაციის კუთხით ბოლო წლებში დიდი გამოცდილების მქონე ქვეყანა, მზად არის საქართველოს საუკეთესო გამოცდილება გაუზიაროს და ამ პროცესში დახმარება გაუწიოს.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა სფეროში დაახლოების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერებას და ახალგაზრდობისთვის ხელშეწყობას, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განათლება თანაბარ პირობებში მიიღონ. ამ მიმართულებით, აღინიშნა რუმინეთის მიერ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის გაცემული სტიპენდიები, რომლითაც ქართველი სტუდენტები ხშირად სარგებლობენ.

რუმინეთის ელჩთან შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო შემოდგომაზე დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს. მაკა ბოჭორიშვილისა და ლევან ქარუმიძის განცხადებით, დაგეგმილი სამიტი უმნიშვნელოვანესია აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავლის განსაზღვრის კუთხით.

მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე და აღნიშნეს, რომ შავი ზღვა ორი ქვეყნის არა გამყოფი, არამედ დამაკავშირებელი ასპექტი უნდა იყოს.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს და რუმინეთის მხარეებმა ევროინტეგრაციის კუთხით სამომავლო პროექტების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

25 Mar 2024

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 May 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R