საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომა გაიმართება

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC) 26 მარტი 2019
ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომა გაიმართება

27-28 მარტს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომა გაიმართება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, თამარ ხულორდავას და საჯად კარიმის ხელმძღვანელობით. 

კომიტეტი განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებს, ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებას და მის ზეგავლენას ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევას.

სხდომაზე მოხსენებით წარსდგებიან სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, გენადი არველაძე და ნათია თურნავა, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და შინაგან საქმეთა სამინიტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნინო გახარია.

ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშესაწყობად, სხდომაზე, განცხადება და რეკომენდაციები მიიღება.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) შედგება საქართველოს პარლამენტის წევრების და ევროპარლამენტის წევრებისაგან.

ეს ორგანო ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშროლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად.

ასოცირების შეთანხმების თანახმად, (კარი VIII, თავი I, მუხლი 410), ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი ხელს უწყობს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის კავშირის განმტკიცებას.

მისი მთავარი მიზანია, ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი: „საქართველო არ გადაუხვევს რეფორმების არჩეულ კურსს, რამეთუ გვწამს, სწორედ ეს არის წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა“
13 თებერვალი 2020

დავით სონღულაშვილი: „საქართველო არ გადაუხვევს რეფორმების არჩეულ კურსს, რამეთუ გვწამს, სწორედ ეს არის წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა“

მსგავსი

ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიხსნა
13 თებერვალი 2020

ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს
12 თებერვალი 2020

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს

დავით სონღულაშვილი: „აუცილებელია, ერთიანი ძალებით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს პრობლემა დიალოგის გზით გადაწყდეს“
12 თებერვალი 2020

დავით სონღულაშვილი: „აუცილებელია, ერთიანი ძალებით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს პრობლემა დიალოგის გზით გადაწყდეს“

ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიმართება
11 თებერვალი 2020

ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიმართება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R