საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის ბრიფინგი

პარლამენტარები 12 ივნისი 2020
პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის ბრიფინგი

„შშმ პირთა უფლებები და საკანონმდებლო ხარვეზები“ - ეს არის თემა, რომელსაც მიეძღვნა პარლამენტის წევრის, გია ჟორჟოლიანის ბრიფინგი.

„14 ივნისს საქართველოში აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2003 წლიდან ოფიციალურად არის აღიარებული და მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში, არის მთელი რიგი ხარვეზები როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში, აღსრულების ნაწილში, რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებას, მათ ინტეგრირებას სოციუმში და მათ მიერ სრულად რეალიზებას თავისი შესაძლებლობებისა და სრულფასოვნად ცხოვრებას“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, ზემოაღნიშნულის სამაგალითოდ შეიძლება დასახელდეს სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის ასოციაცია, იგივე „მშობელთა კავშირი“, რომელიც ემსახურება ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, როგორიცაა ფსიქოსოციალური საჭიროების და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირები, და რომელიც წლებია ვერ იბრუნებს მათ მფლობელობაში არსებულ ფართს, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისათვის დღის ცენტრის შექნა აქვთ დაგეგმილი.

როგორც გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ორგანიზაცია ითხოვს მისი კუთვნილი ფართის გამოთავისუფლებას და გადაცემას კანონიერი მფლობელისთვის, რომელსაც საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 17 ივნისის განკარგულებით გადაეცათ აღნიშნული ფართი.

„მათ მოიგეს სასამართლოს სამივე ინსტანცია, სამივე ინსტანციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ფართი დაბრუნდეს მათ მფლობელობაში და განახორციელონ თავისი საქმიანობა - სადაც მოაწყობენ ტრენინგებს, სახელოსნოებს, დაამზადებენ პროდუქციას, იცხოვრობენ სრულფასოვანი ცხოვრებით. კანონმდებლობაშიც არის ჩანაწერები, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ მსგავსი საქმიანობა განახორციელონ. მიუხედავად ამისა, ამას ხელს უშლის მთელი რიგი სხვადასხვა მიზეზი და დღემდე ვერ ხერხდება მათი კუთვნილი ფართის დაბრუნება, სადაც მოხდებოდა სოციალური რეაბილიტაციის მრავალპროფილიანი ცენტრის ამოქმედება, რათა ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადო დაცვას, მათ სახელობო განათლებასა და რაც მთავარია დასაქმებას და სოციალურ ინტეგრაციას“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, პრაქტიკის ხარვეზი დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას და ამ ადამიანებს მიეცეს შესაძლებლობა რომ განახორციელონ თავისი საქმიანობა. მისივე თქმით, სოციალ-დემოკრატები მჭიდროდ თანამშრომლობენ მსგავს ორგანიზაციებთან, მოამზადეს კიდეც კანონპროექტები და ნორმატიული აქტები და მომავალშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას, რათა გააუმჯობესონ არსებული ვითარება და აღმოფხვრან ის საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებიც არსებობს.

გია ჟორჟოლიანი მოუწოდებს ასევე პრემიერმინისტრს, მთავრობას, რომ აღსრულების ნაწილი გააუმჯობესონ ისე, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ თავიანთი სამართლიანი უფლების რეალიზება და განახორციელონ ის საქმიანობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის და მთელი საზოგადოების მიერაც აღიარებულია, როგორც აუცილებელი და საჭირო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
12 მაისი 2021

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი
12 ოქტომბერი 2020

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“
24 სექტემბერი 2020

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე
01 სექტემბერი 2020

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა
31 აგვისტო 2020

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R