საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გია ჟორჟოლიანის ბრიფინგი

პარლამენტარები 05 ივნისი 2020
გია ჟორჟოლიანის ბრიფინგი

პარლამენტის წევრი, გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც კემბრიჯის და ლონდონის ეკონომიკური პოლიტიკის პროფესორებთან კონსულტაციების დაწყებას გულისხმობს, ძალიან მნიშვნელოვანია და იგი პოლიტიკურ მხარდაჭერას საჭიროებს.

„როგორც ცნობილია გუშინ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვიდეო კონფერენცია გამართა კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსტეტების ეკონომიკური პოლიტიკის პროფესორებთან - ჰა ჯუნ ჩანგთან, კრისტოფერ კრამერთან და ჯონათან დი ჯონსთან. 

ფართო საზოგადეობისთვის საინტერესო იქნება განვმარტოთ ამ ადამიანების შეხედულებები, რომლებიც განვითარების ეკონომიკის (დეველოპმენტალიზმის) სკოლის წარმომადგენლები არიან და რადიკალურად ეწინააღმდეგებიან ნეოლიბერალურ შეხედულებებს, რომელიც ბოლო 30 წელი საქართველოშია გაბატონებული და რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს ჩვენი ეკონომიკური და სოციალური ცხოვრება. ეს ადამიანები თავის სფეროში უმაღლესი რანგის წარმომადგენლები და არაერთი მნიშვნელოვანი კვლევის და ანგარიშების ავტორებს წარმოადგენენ.

ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია, რომ ამ მიმართულების ექსპერტები პოსტსაბჭოთა საქართველოში პირველად გახდებიან ჩვენი მთავრობის მრჩევლები და მთავრობა მათთან ერთად იმუშავებს პოსტკრიზისულ ეკონომიკის განვითარების გეგმაზე. ეს გულისხმობს აქტიურ სახელმწიფო პოლიტიკას, პრიორიტეტების წარმოჩენას, გეგმების შედგენას და ასე შემდეგ. პრემიერის ეს წამოწყება მნიშვნელოვანია და საჭიროებს პოლიტიკურ მხარდაჭერას, ჩვენგან კი ეს მხარდაჭერა ნამდვილად ექნება“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
12 მაისი 2021

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი
12 ოქტომბერი 2020

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“
24 სექტემბერი 2020

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე
01 სექტემბერი 2020

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა
31 აგვისტო 2020

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R