საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მიხეილ ყაველაშვილის ბრიფინგი

სპორტის კომიტეტი 22 მაისი 2020
მიხეილ ყაველაშვილის ბრიფინგი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში, ფიზიკურ და სპორტულ აქტივობაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით, თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

„საზოგადოებას მინდა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ინფორმაცია მივაწოდო. დღეს ჩავატარეთ კომიტეტის სხდომა, რომელზეც კომიტეტმა მხარი დაუჭირა თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას. მოგეხსენებათ, რომ თემატური მოკვლევა ძალიან ეფექტური საშუალებაა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის და ჩვენი კომიტეტის მოკვლევის ჯგუფის სამუშაო თემას წარმოადგენს თუ როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობაში ფიზიკური და სპორტული აქტივობის დონე. რატომ მინდა ამ თემას ხაზი გაუსვა? - პანდემიის გამოწვევასთან მიმართებაში, როდესაც ჯერ კიდევ ვაქცინა და მედიკამენტი არ არსებობს, მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციის მოწოდებაც იყო, რომ ერთ-ერთ პრევენციული ზომაა ადამიანის იმუნიტეტი, მათი ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრება და ფიზიკური აქტივობა. კომიტეტი მიმართავს ორგანიზაციებს, სამინისტროებს და მუნიციპალიტეტებს რათა კომიტეტს მიაწოდონ ინფორმაცია ამ მიმართულებით თუ რა სახის ღონისძიებებს აწარმოებენ. თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნამდე კომიტეტმა არაერთი კვლევა ჩაატარა და არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 70% თითქმის უმოძრაოდ არის, არაგადამდები დაავადებების სტატისტიკაც მოწმობს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და წარბწონიანობის არასასურველი მაჩვენებლები გვაქვს. თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მიზანია ჩვენ მოსახლეობას შეუქმნათ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, ფიზიკური და სპორტული აქტივობისთვის შესაბამისი გარემო. 
ჩვენ საზოგადოებას მინდა სპორტული ინფრასტრუქტურული მიმართულებითაც მივაწოდო ინფორმაცია და ავღნიშნო, რომ თითქმის უკვე დამთავრებულია სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა, სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით მოცემულია თუ რა სახის ინფრასტრუქტურა უნდა არსებობდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის საქმიანობაზე იმსჯელეს
21 მაისი 2021

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის საქმიანობაზე იმსჯელეს

მსგავსი

შოთა ხაბარელი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა
21 მაისი 2021

შოთა ხაბარელი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხზე იმსჯელა
20 მაისი 2021

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხზე იმსჯელა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ზეპირი მოსმენები გამართა
19 მაისი 2021

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ზეპირი მოსმენები გამართა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა
11 მაისი 2021

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R