საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სალომე სამადაშვილის ბრიფინგი

ნაციონალური მოძრაობა 08 მაისი 2019
სალომე სამადაშვილის ბრიფინგი

ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ, არჩევნებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები შეასრულოს. აღნიშნული განცხადება პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს, ბოლო პერიოდში როგორც ამერიკიდან ასევე, ევროპიდან რამდენიმე მაღალი დონის დელეგაცია ეწვია და ამ ვიზიტების მთავარი თემა იყო საქართველოში ჩასატარებელი მომავალი არჩევნები. 

„ამ ვიზიტების მთავარი თემა იყო საქართველოს პოლიტიკური მომავალი და კერძოდ, არჩევნების მომავალი ჩვენს სახელმწიფოში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და ევროსაბჭომ ერთობლივად წარუდგინოს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციების სია, რომლის განხორციელებაც უნდა დაიწყოს უახლოეს კვირებში, უახლოეს დღეებში იმისთვის, რომ საქართველოში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩაითვალოს სამართლიან და დემოკრატიულ - შესაბამისად, ლეგიტიმურ არჩევნებად. დიპლომატიის ენაზე ეს გზავნილი ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოს სურს იყოს ევროპული სახელმწიფო, თუ საქართველოს სურს იყოს ტრანსატლანტიკური სივრცის ნაწილი, თქვენ უნდა ჩაატაროთ დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ გეუბნებით თქვენ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნები თქვენს ქვეყანაში ჩაითვალოს დემოკრატიულად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა განმარტა, რეკომენდაციების მიხედვით, ყველანაირი ცვლილებები, რომელიც უკავშირდება საარჩევნო გარემოს, უნდა იყოს პოლიტიკური კონსენსუსის გზით მიღებული. მისივე თქმით, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი ასევე, შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებას.

„თუ ქვეყანაში არ იქნება სამართლიანი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა. ჩვენი მეგობრები, ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან თუ როგორ ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები, როგორ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სტაბილურობა, დემოკრატია და მშვიდი განვითარების მომავალი ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რომან გოცირიძე: შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას
17 სექტემბერი 2020

რომან გოცირიძე: შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას

მსგავსი

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის ბრიფინგი
04 მაისი 2020

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის ბრიფინგი

სალომე სამადაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა
12 მარტი 2020

სალომე სამადაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმში მუშაობას აგრძელებს
03 თებერვალი 2020

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმში მუშაობას აგრძელებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საფრანგეთის ელჩს შეხვდნენ
30 ოქტომბერი 2019

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საფრანგეთის ელჩს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R