საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის ბრიფინგი

ნაციონალური მოძრაობა 05 ივლისი 2019
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის ბრიფინგი

„ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით დღეს, პარლამენტში დარეგისტრირდა დადგენილების პროექტი, რომელიც 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებას შეეხება“, - განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, დადგენილების პროექტით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევალება მოამზადოს იმ რუსი პოლიტიკოსების სია, რომელთა ვიზიტი საქართველოში შეიძლება ჩაითვალოს არამიზანშეწონილად.

„ჩვენ შესაბამისი დადგენილების პროექტით მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, რომ 20 ივნისს სერგეი გავრილოვის თავმჯდომარეობით საქართველოს პარლამენტში ჩატარებული სხდომა შეფასდეს როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი. დადგენილების პროექტის თანახმად, უნდა დადგინდეს იმ პირთა წრე ვინც მოიწვია სერგეი გავრილოვი საქართველოში, უზრუნველყო მის მიერ სხდომის ჩატარება, ასევე, უნდა განისაზღვროს იმ პირთა წრე, ვინც არიან პირდაპირ პასუხისმგებელი 20 - 21 ივნისის ღამის ძალადობაზე და იმ პირთა წრეც, ვინც საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ხელი შეუწყო რუსული ინტერესების გატარებას. ჩვენ ვხედავთ რუსეთის განცხადებას, რომ 20 - 21 ივნისის მოვლენები უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან მცდელობას ქვეყანაში მომხდარიყო არეულობა და ქართველი პოლიტიკოსები საკუთარი გადაწყვეტილებით ამას ხელს უწყობენ. ყველა ეს პირი შეყვანილი უნდა იყოს შესაბამისად გავრილოვის სიაში. ჩვენ მივმართავთ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაადგინოს ამ პირთა წრე და შემდგომ შემუშავდეს იმ სანქციების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც მიზანშეწონილი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ პირთა წრის მიმართ. შესაბამისად, ეს სია, ისევე როგორც შესაძლო სანქციები, წარდგენილ იქნას განსახილველად საქართველოს პარლამენტში ორი თვის ვადაში. ეს დადგენილება დღეს დარეგისტრირდა და უახლოეს პლენარულ სესიაზე ჩვენ მოვითხოვთ მის დღის წესრიგში შეტანას და ოფიციალური განხილვების დაწყებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რომან გოცირიძე: შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას
17 სექტემბერი 2020

რომან გოცირიძე: შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას

მსგავსი

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის ბრიფინგი
04 მაისი 2020

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის ბრიფინგი

სალომე სამადაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა
12 მარტი 2020

სალომე სამადაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმში მუშაობას აგრძელებს
03 თებერვალი 2020

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმში მუშაობას აგრძელებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საფრანგეთის ელჩს შეხვდნენ
30 ოქტომბერი 2019

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საფრანგეთის ელჩს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R