საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 05 თებერვალი 2019
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა დღევანდელი დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობას,

„დღეს ამ დარბაზში პარლამენტის სასესიო მოღვაწეობის პირველი დღეა. ასევე, დღეს შედგა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც თვისობრივად ახალი დასაწყისი უნდა მისცეს საზოგადოებისადმი პარლამენტის ანგარიშვალდებულების თემას. ამ მხრივ პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღევანდელობის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც ახასიათებს ჩვენს გამოწვევებს, არის ადეკვატურობა, ადეკვატურობა საზოგადოების მოთხოვნებთან და მათ საჭიროებებთან მიმართებაში, და პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მასში ეს კონტექსტი მოჩანს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე.

რომან კაკულია პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებას გამოეხმაურა.

„ძალიან ვაფასებ იმას, რომ ამ გამოსვლაში სიღარიბე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, არის მკაფიოდ დანახული და ამასთან დაკავშირებით მოკლედ მინდა გითხრათ, თუ როგორ ვაპირებთ ჩვენ კომიტეტის ფარგლებში საქმიანობას ამ გამოწვევის შემდგომი მოწესრიგებისათვის. ცხადია, დღევანდელი ჩვენი ეკონომიკის განვითარების მთავარი ამოცანა არის როგორ უზრუნველვყოთ გრძელვადიანი, შეუქცევადი სტაბილური განვითარება, ისე, რომ ამ პროცესში ჩართული იყოს საზოგადოების ძალიან დიდი რაოდენობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, რომ ჩვენ არ გვინდა შემცირდეს საქართველოში მოსახლეობა, ეს არ მივანდოთ უბრალოდ ბაზარს და ამასთანავე, მოხდეს სიღარიბის შემცირება“.

რომან კაკულიას თქმით, ეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში რთული ამოცანაა.

„ჩვენ სიღარიბეს ვებრძვით ორი ძირითადი მიმართულებით - პირველი არის არსებული ბიზნესების შემდგომი ხელშეწყობა და გაფართოება. ასევე, მოზიდული ინვესტიციების საფუძველზე შექმნილი ახალი ბიზნესები და იქ დასაქმებული ადამიანები, რომელთათვისაც კვალიფიკაცია და განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვინდა ინვესტიციების მოზიდვის შემთხვევაში ხელი შევუწყოთ საკუთარი დასაქმებული ადამიანების მონაწილეობას და მათი ხვედრითი წილის ზრდას. ამ მიმართულებით გაჟღერდა საკმაოდ მკაფიო გზავნილები.

მეორე და უფრო მწვავე გამოწვევაა ახალი მოთამაშეების შესვლა ბიზნეს სექტორში. აქ აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა ინიციატივას, რომელსაც საკრედიტო-საგარანტიო ფონდი ქვია, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს. ამ მიმართულებით ჩვენ შევეცდებით მათთან ერთად დავაზუსტოთ თუ როგორია ის მექანიზმი, რომელმაც უნდა გაზარდოს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შეძლებენ გაააქტიურონ გარკვეული ინიციატივები და ბიზნეს მოთამაშეები გახდნენ მათთვის იმ ტვირთის ნაწილში შეხიდებით, რასაც საბანკო სესხის სიმძიმე ქვია“.

რომან კაკულიამ კონკურენციისა და სამუშაო ადგილების ზრდის შესახებაც ისაუბრა, - „რაც შეეხება იმას, რომ არსებული ბიზნესებისა და ახალი მოზიდული ინვესტიციების მიმართულებით მოხდეს სამუშაო ადგილების ზრდა, ჩვენ აქ კონკურენციას ვხედავთ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევად და აქედან გამომდინარე ერთ-ერთი კანონი, რომელზეც ჩვენ გავააქტიურებთ მსჯელობას, ეს იქნება კონკურენციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რომ ქვეყნაში რეალურად შევქმნათ ნამდვილად ჯანსაღი კონკურენტული გარემო, როდესაც ის დააბალანსებს იმ ძალიან მკვეთრ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ საგარეო მოცემულობის გამო გვაქვს. საგარეო მოცემულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, არ ვგულისხმობ მხოლოდ ჩვენს მეზობლებთან არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. ზოგადად, საგარეო გამოწვევები ჩვენ ძალიან ბევრ შეფერხებას გვიქმნის იმის გამო, რომ გრძელვადიანი შეუქცევადი გარემოს ფორმირებასთან დაკავშირებული აღქმა, ზოგადად პოტენციური ინვესტორებისათვის, საკმაოდ რთულია იმ მიმდინარე პროცესების ფონზე, რომელიც არსებობს ჩვენს ირგვლივ, ამიტომ ეს ფონი უნდა დაბალანსდეს ბიზნესგარემოს მაქსიმალური გააქტიურებით იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებთანაც ჩვენ კონკურენციაში შევდივართ“.

გამოსვლის ბოლოს მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ მიმართულებებზე, რაც პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლაშიც იყი აქცენტირებული, -

„რაც შეეხება ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენებს, აუცილებლად გონივრული სახელმწიფო მხარდაჭერით უნდა უზრუნველვყოთ მათი ჩართულობა ბიზნესგარემოში და ხელი შევუწყოთ ბიზნესსაქმიანობას. მე ეს ორივე მიმართულება დავინახე თქვენს გამოსვლაში, ბატონო ირაკლი და კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში ჩვენ შევეცდებით მას ძალიან ბევრი პრაქტიკული ნაბიჯი დავუმატოთ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა
17 მაისი 2021

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა

მსგავსი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
17 მაისი 2021

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

დავით სონღულაშვილი რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
13 მაისი 2021

დავით სონღულაშვილი რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი აშშ-ის სავაჭრო პალატის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
29 აპრილი 2021

დავით სონღულაშვილი აშშ-ის სავაჭრო პალატის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძემ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
28 აპრილი 2021

მიხეილ სარჯველაძემ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R