საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებზე პარლამენტში კონფერენცია გაიმართა

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ 14 მარტი 2017
აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებზე პარლამენტში კონფერენცია გაიმართა

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ორგანიზებით დღეს პარლამენტში, თემაზე: „დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და ექსპერტებთან ერთად აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებზე“ კონფერენცია გაიმართა.

ფრაქციის თავმჯდომარის, სიმონ ნოზაძის განმარტებით, ფრაქცია აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხზე შექმნის დღიდან მუშაობს, ხოლო კონფერენციის გამართვის იდეა საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე წარმოიშვა. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ იქნება მიღებული, აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული საზოგადოების ფართო წრეებთან და მთელი ერის, მთელი ქვეყნის გადაწყვეტილება უნდა იყოს“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ კონფერენციის გახსნისას. 

კონფერენციაში მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური მიესალმა. „მოხარული ვარ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ტარდება კონფერენცია და ისევ აქტუალური ხდება გზების ძიება. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი კონფერენციაც და ყველა შემდეგი ღონისძიებაც, რომელიც მას მოჰყვება, იქნება ძალიან პროდუქტიული და ძალიან საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი პირობებით გამოირიცხა შეიარაღებული გზით და „ხელების გადაგრეხვის პრინციპით საქართველოს გამთლიანებისკენ ხედვა“ და რჩება მხოლოდ ადამიანური ურთიერთობების, სახალხო დიპლომატიის, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გზა. „თუმცა ესეც არ არის მარტივი თემები, რადგან თითოეული ტიპის აქტიურობა ძალიან ბევრ პოლიტიკურ ასპექტთანაა დაკავშირებული. თუ ძალიან ინტენსიური მუშაობა არ წარვმართეთ ამ მიმართულებით, თავისით ვითარებები არ გაუმჯობესდება, პირიქით, შეიძლება გაუარესდეს “, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

აფხაზურ მხარესთან ჟენევის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ „გარდა ამ ფორმატისა, კონფლიქტის მოგვარების გზაზე გარღვევა არ გვაქვს, იყო სხვადასხვა წინადადებების განხილვა, ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა კონფლიქტის მოგვარების საკუთარი ხედვა, მაგრამ ბევრი მათგანი მოკლებული იყო რეალობას. ჩვენი მიზანია, შევაფასოთ არსებული მდგომარეობა და რეალისტური იყოს ჩვენი ხედვა, ჩვენი განზრახვა“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, განწყობა, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესი რეალურად დაიძრას ადგილიდან, არსებობს და ამისთვის არსებობს შესაბამისი მზაობაც.

ოსურ მხარესთან ურთიერთობაში არსებული სიტუაცია ცალკეული სფეროების მიხედვით, თემატურად მიმოიხილა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა, მადინა გაგიევამ. მისი ინფორმაციით, ის ტაძრები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. „ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელზეც ოსური მხარე მოდის თანამშრომლობაზე. მათ ესმით, რომ ეს უნდა მოხდეს ერთობლივად. კარგია, რომ მათი მხრიდან არ მოდის აგრესია“, -განაცხადა მადინა გაგიევამ.

კონფერენციაზე კონფლიქტებთან მიმართებაში თანამედროვე მეთოდოლოგიის კონცეპტუალური მოდელების გამოყენების შესაძლებლობები განიხილა ანალიტიკოსმა ბესიკ ობოლაძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ჯემალ გახოკიძემ აღნიშნა, რომ კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს, დაიწყოს შემორიგება და დიალოგი. მან მსოფლიო მასშტაბით კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მაგალითები მიმოიხილა. მისი განმარტებით, დიალოგის, მოლაპარაკებების და შერიგების წინმსწრებად წინაპირობა უნდა მომზადდეს. „უნდა მომზადდეს მათთვის პოლიტიკურ, სამართლებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა საკითხებზე, კომისიებზე დაფუძნებული შეთავაზების სრულიად ახალი პაკეტი“, - განაცხადა ჯემალ გახოკიძემ.

აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკუთარ ხედვებზე ისაუბრა პარლამენტის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა. მისი განცხადებით, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მსჯელობები და დისკუსიები საზოგადოებრივ მაუწყებელზეც უნდა მიმდინარეობდეს. პარლამენტის წევრის, რევაზ არველაძის მოსაზრებით, კი მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარების მოდელების გათვალისწინებით, საჭიროა საქართველოს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე მორგებული ახალი მოდელი შემუშავდეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სიმონ ნოზაძის ინიციატივით, უძველესი ნაბეჭდი წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა
14 აგვისტო 2020

სიმონ ნოზაძის ინიციატივით, უძველესი ნაბეჭდი წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა

მსგავსი

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების\" ინიციატივით, სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა
26 თებერვალი 2020

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების\" ინიციატივით, სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

უზბეკეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ქართველი პარლამენტარები დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებიან
23 დეკემბერი 2019

უზბეკეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ქართველი პარლამენტარები დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებიან

პარლამენტში სამეცნიერო-სტუდენტური კონფერენცია „აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო და ევროკავშირი“ გაიმართა
05 ივნისი 2019

პარლამენტში სამეცნიერო-სტუდენტური კონფერენცია „აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო და ევროკავშირი“ გაიმართა

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
17 მაისი 2019

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R