საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე შეხვედრა დასრულდა

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC) 20 სექტემბერი 2017
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე შეხვედრა დასრულდა

თბილისში მიმდინარე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე შეხვედრამ მუშაობა დაასრულა.

ორი დღის განმავლობაში ევროპელმა და ქართველმა კანონმდებლებმა ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს.

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელი სხდომა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმდინარე საქმიანობის გაცნობით დაიწყო. მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოგმა დეპუტატებს მონიტორინგის ჯგუფის ძირითადი საქმიანობის პრეზენტაცია წარუდგინა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია გააცნო. მომხსენებელმა მონიტორინგის განხორციელების პროცესთან დაკავშირებულ ხელისშემშლელ ფაქტორებზე, გამოწვევებზე და მისიის წინაშე დასახული ამოცანების შესრულებაზე ისაუბრა.

კომიტეტის სხდომის ძირითადი ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების განხილვას დაეთმო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, გენადი არველაძემ საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ეკონომიკური ზრდის დინამიკა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის ინდიკატორები წარმოადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ხელისუფლების მიერ შემუშავებული ეკონომიკური განვითარების გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების და კერძო სექტორის ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, ბიზნესის წამოწყების გამარტივების პირობები, ტურიზმიდან შემოსული შემოსავლები და ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც სწორი რეფორმების და ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგია. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ თავის მოხსენებაში ფერმერთა და მეწარმეთა ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამებზე და რეგიონის მასშტაბით საკონსულტაციო ცენტრების შექმნაზე ისაუბრა.

მისივე განცხადებით, სამინისტრო კოოპერატივების შექმნასა და სექტორული მიმართულებების განვითარებაზეა ორიენტირებული, რაც სოფლის მეურნეობის სფეროს გაძლერებას და ადგილობრივი ფერმერების ეკონომიკურ კეთილდრეობას უზრუნველყოფს. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკიტხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, არჩილ ყარაულაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვინსენტ რეიმ წარმოადგინეს. გამოსვლების დასრულების შემდეგ მომხსენებლებმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხეს და რიგ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციები წარმოადგინეს.

სხდომის დასასრულს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯომარეებმა თამარ ხულორდავამ და საჯად კარიმმა კომიტეტის მუშაობის ორდღიანი შედეგები შეაჯამეს და პარლამენტის წევრებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მომხსენებლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.

კომიტეტის სხდომა კენჭისყრებით და ერთობლივი რეზოლუციის მიღებით დასრულდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი: „საქართველო არ გადაუხვევს რეფორმების არჩეულ კურსს, რამეთუ გვწამს, სწორედ ეს არის წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა“
13 თებერვალი 2020

დავით სონღულაშვილი: „საქართველო არ გადაუხვევს რეფორმების არჩეულ კურსს, რამეთუ გვწამს, სწორედ ეს არის წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა“

მსგავსი

ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიხსნა
13 თებერვალი 2020

ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს
12 თებერვალი 2020

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს

დავით სონღულაშვილი: „აუცილებელია, ერთიანი ძალებით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს პრობლემა დიალოგის გზით გადაწყდეს“
12 თებერვალი 2020

დავით სონღულაშვილი: „აუცილებელია, ერთიანი ძალებით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს პრობლემა დიალოგის გზით გადაწყდეს“

ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიმართება
11 თებერვალი 2020

ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიმართება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R