საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის\" დაგროვებითი პენსიის შეჩერებას და მათ მიერ შეთავაზებული დაგროვებითი პენსიის მოდელის განხილვას ითხოვს

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის 11 Feb 2019
ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის\" დაგროვებითი პენსიის შეჩერებას და მათ მიერ შეთავაზებული დაგროვებითი პენსიის მოდელის განხილვას ითხოვს

საკანონმდებლო ინიციატივა დღეს ბრიფინგზე ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრებმა, სერგი კაპანაძემ,  ირმა ნადირაშვილმა და ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა  გააცნეს მედიის წარმომადგენლებს.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში შედის ინიციატივით, რომ სანამ არ მოხდება „ევროპული საქართველოს“ ალტერნატიული მოდელის განხილვა, შეჩერდეს დღეისათვის ნაჩქარევად მიღებული დაგროვებითი პენსიის სისტემა.

„როგორც აღმოჩნდა, ამ სისტემის ბევრი დეტალი დაუხვეწავი და ჩამოუყალიბებელია. ჯერ არ არის გარკვეული სად მოხდება საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხების დაბანდება. არ არის შექმნილი საინვესტიციო საბჭო. გაუგებარია, მოდელის სხვა დეტალები.

ამასთან ვითხოვთ, რომ პარლამენტმა სერიოზულად განიხილოს „ევროპული საქართველოს“ მიერ ინიცირებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის მოდელი. ამ მოდელის მიხედვით:

  • ყოველ მოქალაქეს რჩება არჩევანი, ნებაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში
  • ეს მოდელი ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის 
  • დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა

„ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემით, 40 წლის 500 ლარიანი დარიცხული ხელფასის მქონე მასწავლებელი ქალი, პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიის გარეშე, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 576 ლარს. უფრო მაღალშემოსავლიანი ადამიანების დაგროვებული პენსია კი, კიდევ უფრო მეტი იქნება. შედარებისთვის: „ქართული ოცნების” საპენსიო სქემით ეს ადამიანი მხოლოდ 85 ლარს მიიღებს.

„ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე: მოქალაქე, თუკი იგი თავისი ღირსეული სიბერისთვის ფულის დაგროვებას გადაწყვეტს და საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, იგი გამოიყენებს მისივე დასაბეგრი ხელფასიდან ჩამოჭრილ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც „“ქართული ოცნების” მთავრობას დღეს ბიუჯეტში მიაქვს.

„ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამატებით გადასახადს არ უწესებს დამსაქმებელს. შესაბამისად, იგი არ იწვევს უმუშევრობის ზრდას 40 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში, როგორც ამას „ქართული ოცნების” სქემა აკეთებს.

„ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემის ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე, რაც მაქსიმალურად ამცირებს საპენსიო ფონდებში ჩინოვნიკების ხელის ფათურისა და კორუფციული გარიგებების შანსს. საპენსიო სქემის მონაწილე თავად განსაზღვრავს არა მარტო იმას, ჩაერთოს თუ არა სქემაში, არამედ იმასაც, რომელ კომპანიას ანდოს თავისი საპენსიო დანაზოგის მართვა“ - განაცხადა ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სერგო კაპანაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიგი წერეთელი სტრასბურგში ევროპის პარლამენტთა სპიკერების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
30 Oct 2019

გიგი წერეთელი სტრასბურგში ევროპის პარლამენტთა სპიკერების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

მსგავსი

გიგი წერეთელი ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
31 May 2019

გიგი წერეთელი ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გიგი წერეთელმა ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ოფიციალური შეხვედრები გამართა
28 Mar 2019

გიგი წერეთელმა ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ოფიციალური შეხვედრები გამართა

გიგი წერეთელი აშშ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
14 Feb 2019

გიგი წერეთელი აშშ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიგი წერეთლის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
20 Dec 2018

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიგი წერეთლის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R