საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიგი წერეთელი სტრასბურგში ევროპის პარლამენტთა სპიკერების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის 30 Oct 2019
გიგი წერეთელი სტრასბურგში ევროპის პარლამენტთა სპიკერების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე - „ჩვენი საერთო ევროპული სახლი: მომდევნო 70 წელიწადში“ სიტყვით გამოვიდა. 

გიგი წერეთელმა, საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებთან, ევრაზიის კონტინენტის 47 ქვეყნის პარლამენტის პირველ პირებთან, უსაფრთხოების გამოწვევებზე და დემოკრატიული განვითარების საკითხებზე ისაუბრა და ყურადღება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„თუ ჩვენ ახლა 70 წლით წინ გავიხედავთ, სურათი არ იქნება ნათელი, სანამ არ გადავწყვეტთ იმ კონფლიქტებს, რომლებიც ჩვენს რეგიონებში და მის სამეზობლოდ არსებობს, სადაც, პირველ რიგში, ჩვენი ხალხი განიცდის ტანჯვას და კარგავს მომავლის იმედს. 

მრავალწლიანი ომების და კონფლიქტების შემდეგ, ევროპა მართლაც გახდა ჩვენი საერთო სახლი, თუმცა აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის რიგ ქვეყნებთან მიმართებაში ადგილი აქვს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების და ღირებულებების დარღვევის ფაქტებს. ამის ნათელ მაგალითს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია წარმოადგენს. ჩვენ, როგორც ჩვენი საზოგადოების მიერ არჩეულმა პირებმა, მეტი ვალდებულება გვაკისრია, ჩვენი ქმედებებით მოქალაქეების ნდობა აღვადგინოთ ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ “, - განაცხადა გიგი წერეთელმა. 

საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ევროპის საბჭოს ახლადარჩეულ გენერალურ მდივან მარია ბურიჩთან და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ლილიან პასკიესთან ოფიციალური შეხვედრები გამართა.

ორმხრივი საუბრები შედგა სპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პრეზიდენტთან, გაბრიელა ბარონთან, ალბანეთის, სომხეთის, კვიპროსის, აზერბაიჯანის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, ესპანეთის, თურქეთის და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებთან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიგი წერეთელი ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
31 May 2019

გიგი წერეთელი ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მსგავსი

გიგი წერეთელმა ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ოფიციალური შეხვედრები გამართა
28 Mar 2019

გიგი წერეთელმა ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ოფიციალური შეხვედრები გამართა

გიგი წერეთელი აშშ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
14 Feb 2019

გიგი წერეთელი აშშ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის\" დაგროვებითი პენსიის შეჩერებას და მათ მიერ შეთავაზებული დაგროვებითი პენსიის მოდელის განხილვას ითხოვს
11 Feb 2019

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის\" დაგროვებითი პენსიის შეჩერებას და მათ მიერ შეთავაზებული დაგროვებითი პენსიის მოდელის განხილვას ითხოვს

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიგი წერეთლის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
20 Dec 2018

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიგი წერეთლის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R