საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო ფრაქციებში „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა გრძელდება

ფრაქციები 15 ივნისი 2020
საპარლამენტო ფრაქციებში „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა გრძელდება

საპარლამენტო ფრაქციების „ევროპული საქართველოს“, „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ სხდომაზე „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა გაიმართა.

საკითხი განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე, დაგეგმილ ცვლილებებზე და მომდევნო წლის პროგნოზებზე დეტალურად ისაუბრა.

მომხსენებელმა ფრაქციების წევრებს ძირითად ფინანსურ დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ იანვარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყო 5 %-ზე მაღალი, თუმცა, თებერვლიდან ეკონომიკას და შემოსავლების ნაწილს პანდემიის ეფექტი დაეტყო, რაც როგორც მსოფლიო ეკონომიკაში ასევე, საქართველოს შემთხვევაშიც აისახა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.

მისი თქმით, სავალუტო ფონდთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ბიუჯეტი დაგეგმილიყო 4%-იანი შემცირების პროგნოზით, თუმცა, ფულადი სახსრების კუთხით ასევე, მოხდა შეთანხმება, რომ მზადყოფნა ყოფილიყო უფრო მეტი დანაკლისისთვის როგორც ეკონომიკური კუთხით ასევე, პანდემიის უფრო ხანგრძლივი პერიოდით გაგრძელების, ან მეორე ტალღის შემთხვევაშიც, რომ ბიუჯეტი მზად ყოფილიყო რესურსული კუთხით იმისთვის, რომ ნებისმიერი აუცილებელი საჭიროება დაეფინანსებინა.

„გრანტების და სესხების გარეშე ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 13 მლრდ 705 მლნ ლარის ოდენობით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი მცირდება 1მლრდ 817 მლნ ლარით და 11 მლრდ 888 მლნ ლარით განისაზღვრა. გადასახადების ნაწილში მცირდება 1 მლრდ 545 მლნ ლარით. ასევე, მცირდება სსიპ -იდან მისაღები თანხები, სხვა შემოსავლების ნაწილში არის 167 მლნ-იანი შემცირება. სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებისას, ერთ-ერთი მთავარი პარამეტრი რაც უნდა შეგვენარჩუნებინა იყო საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი. ჩვენ შევთანხმდით საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებლის გაზრდაზე 2,5%-დან 8,5%-მდე“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

მისი განმარტებით, იმისვთის, რომ შემოსავლებში1 მლრდ 800 მლნ-იანი დანაკლისი და ასევე, ის 3,4მლრდ-იანი პაკეტი, რომელიც ანტიკრიზისული გეგმით არის განსაზღვრული გადაფარულიყო, საჭირო იყო ხარჯვითი ნაწილის შემცირება.

„შესაბამისად წარმოდგენილ ნაერთ ბიუჯეტში მცირდება 600 მლნ ლარის ხარჯვითი ნაწილი, ამავდროულად, ემატება 1 მლრდ 800 მლნ ლარზე მეტი, რაც ხარჯვით ნაწილში აისახება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მომხსენებლის განმარტებით, ბიუჯეტში ანტიკრიზისული გეგმისთვის განსაზღვრულია 3,4 მილიარდი ლარი.

„450 მილიონი ლარია ჩადებული ბიუჯეტში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარებისთვის. გათვალისწინებულია 200 ლარის გაცემა 6 თვის განმავლობაში. საგადასახადო შეღავათის კუთხით გათვალისწინებულია 250 მილიონი ლარი, თვითდასაქმებულთა ერთჯერადად 300 ლარიანი დახმარებისთვის გათვალისიწნებულია 75 მილიონი ლარი, მოსახლეობის კომუნალური ხარჯებისთვის 170 მილიონი ლარი, სხვდადასხვა კატეგორიის სოციალური ჯგუფებისთვის ჯამში გათვალისწინებულია 85 მილიონ ლარამდე, გარდა ამისა, ბიუჯეტში ჩაიდო სტოპკოვიდ ფონდისთვის მობილიზებული თანხა 133,5 მილიონი ლარი, რომლის ხარჯვაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების ან დაზარალებულთა დახამრებისთვის, საკარანტინე სივრცეებზე გათვალისწინებულია 45 მილიონი ლარი. ჯანდაცვის ხარჯები, პრევენციის ნაწილი და მკურნალობის ხარჯები 245 მილიონი ლარია, ინფრასტრუქტურული კომპონენტი ჯანდაცვაში არის 60 მილიონი ლარი, საკრედიტო საგარანტიო სქემა 330 მილიონი ლარი, სასტუმროების საპროცენტო ხარჯი და სუბსიდირება 70 მილიონი ლარი, ტურისტული ობიექტების ქონების გადასახადებისგან გათავისუფლება 45 მილიონი ლარი და ესეც შემოსავლების შემცირებაშია ასახული, მცირე გრანტების დაფინანსება 20 მილიონი ლარი, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა, მათ შორის, დევნილთათვის სახლების შესყიდვა 40 მილიონი ლარი, სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობა 139 მილიონი ლარი და ორი მსხვილი კომპონენტი: დღგ-ს დამატებით დაბრუნება 600 მილიონი ლარი, ხოლო კომერციული ბანკების გრძელვადიანი ლიკვიდობის მიწოდება 600 მილიონი ლარი. ეს არის ჯამში 3.4 მლრდ-იანი პაკეტი რასაც ითვალისწინებს ანტიკრიზისული გეგმა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მომხსენებელმა კანონმდებლებს, უშუალოდ, კონკრეტული უწყებების დაფინანსების შემცირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მისი განმარტებით, უწყებების დაფინანსების შემცირების მიუხედავად, არ უქმდება არც ერთი პროექტი და პროგრამა და მათი მხოლოდ ვადების ცვლილება განხორციელდება.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, საგადასახადო შემოსავლების კუთხით მუნიციპალიტეტებში დანაკლისი არის 250 მლნ ლარი, და ამის ნაწილობრივი კომპენსირების მიზნით, ბიუჯეტში ტრანსფერის სახით გათვალისწინებულია 70 მლნ ლარი.

მისი თქმით, სხვადასხვა პროექტების ნაწილში ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის 547 მილიონი ლარით შემცირება, თუმცა, არის დამატებით 2 მილიარდ ლარზე მეტი ზრდის ნაწილში. საბოლოოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 1მილიარდ 490 მილიონი ლარით და შეადგენს 15 მილიარდ 923 მილიონ ლარს.

მთავრობის წარმომადგენელმა პარლამენტის ოპოზიციენორი წარმომადგენლების მიერ დასმულ კრიტიკულ შეკითხვებს უპასუხა.

დეპუტატებმა ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი დაიწუნეს, შესაბამისად, მას მხარი არ დაუჭირეს.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კახა კუჭავა ფრაქციის - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა
14 მაისი 2021

კახა კუჭავა ფრაქციის - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა

მსგავსი

ალექსანდრე ელისაშვილის და ლევან იოსელიანის ბრიფინგი
09 მარტი 2021

ალექსანდრე ელისაშვილის და ლევან იოსელიანის ბრიფინგი

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა
04 მარტი 2021

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა

14 ოქტომბერი 2020

ისნის რაიონში არსებულ N156 საბავშვო ბაღში რაგბის მოედანი გაიხსნა

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
09 სექტემბერი 2020

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R