საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დასავლეთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოს პარლამენტში გამოცხადებული დისტანციური სტაჟირების კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

აპარატი 13 Jan 2020
დასავლეთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოს პარლამენტში გამოცხადებული დისტანციური სტაჟირების კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ პარლამენტის სასწავლო ცენტრის თანმხლებ წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები გამართა, რომლის მიზანიც იყო დაინტერესებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება საქართველოს პარლამენტში დანერგილი ინოვაციური პროექტის „დისტანციური სტაჟირება საქართველოს პარლამენტში“ შესახებ.

პარლამენტის აპარატის უფროსმა შეხვედრის მონაწილეებს დისტანციური სტაჟირების გავლის წესი და ის პირობები გააცნო, რომლებსაც სტაჟირებაში მონაწილე სუბიექტები უნდა აკმაყოფილებდნენ.

მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, პროგრამის პილოტირების პროცესში, დისტანციურ სტაჟირებაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული ოდენობით, რეგიონებისთვის ოთხი, ხოლო თბილისისთვის ორი ადგილით განისაზღვრება და იგი ორ მიმართულებას - ადამიანის რესურსების მართვას და საერთაშორისო ურთიერთობებს მოიცავს.

რაც შეეხება დისტანციურ სტაჟირებაში მონაწილეობას, მისი მსურველი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • სრულყოფილად ფლობდეს ქართულ ენას;
  • ფლობდეს საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, ან უნდა იყოს ბაკალავრიატის არანაკლებ დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი.

პარლამენტის აპარატის უფროსმა დისტანციური სტაჟირების გავლის მსურველთა კონკურსის წესებიც განმარტა და აღნიშნა, რომ განაცხადების გადარჩევის შემდეგ, კონკურსანტებისთვის ქართულ ენასა და კომპიუტერულ უნარებში ტესტირება ჩატარდება, ბოლო ეტაპს კი მათთან გასაუბრება წარმოადგენს.

მისივე ინფორმაციით, 2020 წლის 8 იანვრიდან 20 იანვრამდე იწარმოებს განაცხადების მიღება და 10 თებერვლამდე დასრულდება შერჩევის პროცესი.

დისტანციური სტაჟირების პროგრამის გაცნობის მიზნით, პარლამენტის აპარატის უფროსი გორის, ახალციხისა და თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უკვე შეხვდა და 15 იანვარს ანალოგიური შეხვედრა თელავის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვისაც გაიმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა
27 Apr 2021

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ
07 Jan 2021

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა
07 Dec 2020

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა

გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება
20 Jul 2020

გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება

გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა
01 Jul 2020

გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R