საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის წევრი, გია ჟორჟოლიანი სოლიდარობის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

ფრაქციები 25 მარტი 2020
პარლამენტის წევრი, გია ჟორჟოლიანი სოლიდარობის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

„პანდემია არის ორი კრიზისის გამომწვევი, ჯანდაცვის და ეკონომიკური კრიზისის, რომლებიც ერთმანეთზეა გადაბმული, და ურთიერთ ზეგავლენას ახდენს. ასეთი რამ ისტორიაში იშვიათად ხდება და ამ გამოწვევებთან გამკლავება, ჩვენ ცალ-ცალკე, თითოეულ ინდივიდს ძალიან გაგვიჭირდება, ხოლო დიდი ნაწილისთვის შეუძლებელი იქნება. მათთან გამკლავება მხოლოდ საერთო კოლექტიური ძალისხმევით არის შესაძლებელი. ასეთი მოქმედება, აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება და კოორდინირება, შეუძლია მხოლოდ სახელმწიფოს, ანუ მთავრობას. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ექიმების რეკომენდაციებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

დეპუტატის თქმით, ეს ტვირთი ყველამ უნდა გავინაწილოთ,  „რა შეუძლია საზოგადოებას, ყოველ ჩვენთაგანს? საზოგადოების დიდი ნაწილი, უმეტესობა ჩვენგანი აგრძელებს მუშაობას - თითქმის სრულად საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები და კერძო სექტორის რიგი მიმართულებები. არც ეთიკური, არც ჰუმანური და არც პატრიოტული არ იქნება, რომ კორონა ვირუსის შედეგად გამოწვეული სიდუხჭირე შეეხოს მხოლოდ ტურისტულ სექტორს, ტრანსპორტის, მომსახურების და წარმოების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს“. 

დეპუტატი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ შეიქმნას „სოლიდარობის ფონდი" რომელშიც ყველა ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა სამსახური და შემოსავალი, შეიტანს სავალდებულო შენატანს თავისი შემოსავლის შესაბამისად. „ვისაც ნაკლები აქვს შემოსავალი - ნაკლები, ვისაც მეტი აქვს - მეტი პროცენტული ოდენობით. ეს თანხები უნდა მოხმარდეს იმ ადამიანთა მინიმალურ კომპენსაციებს, ვინც დაკარგა სამსახური“.

გია ჟორჟოლიანის თქმით, ადამიანს რომ დაეხმარო, აუცილებელი არ არის იყო მდიდარი, აუცილებელია იყო სოლიდარული. „ეს თანხები ვერ გადაწყვეტს ზემოხსენებულ ამოცანებს, მაგრამ დღეს, საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ სიტყვებით გავამხნევოთ ერთმანეთი, არამედ ვიმოქმედოთ და საქმით დავეხმაროთ ერთმანეთს.
სოლიდარობა და თანადგომა - ის უმთავრესი ღირებულებებია, რომლებიც დაეხმარება თითოეულ ჩვენგანს და ჩვენს ქვეყანას“ - განაცხადა  საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკტარების“ წევრმა, გია ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ ონლაინ ბრიფინგზე.

 
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კახა კუჭავა ფრაქციის - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა
14 მაისი 2021

კახა კუჭავა ფრაქციის - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა

მსგავსი

ალექსანდრე ელისაშვილის და ლევან იოსელიანის ბრიფინგი
09 მარტი 2021

ალექსანდრე ელისაშვილის და ლევან იოსელიანის ბრიფინგი

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა
04 მარტი 2021

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა

14 ოქტომბერი 2020

ისნის რაიონში არსებულ N156 საბავშვო ბაღში რაგბის მოედანი გაიხსნა

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
09 სექტემბერი 2020

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R