პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის და ერთ-ერთი მოწმის ოფიციალური ახსნა-განმარტებები მოისმინა

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მეთერთმეტე სხდომა გამართა.
კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილის და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ ნინო კვიწინაძის ოფიციალური ახსნა-განმარტებები მოისმინეს.
დღესვე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არასრულწლოვნების გამოკითხვას ჩაატარებს.
კომისიის შემდეგი სხდომა 23 ივლისს გაიმართება. კომისიის სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული.