საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC) 19 სექტემბერი 2018
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

საქართველოს პარლამენტში მუშაობა დაასრულა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეშვიდე სხდომამ, რომელიც ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა თამარ ხულორდავამ და საჯად კარიმმა შეაჯამეს.

„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო პლატფორმა საქართველოს პარლამენტისთვის და ჩვენი კოლეგებისთვის ევროპარლამენტიდან იმისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ქმედითი და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისი თქმით, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი მიესალმება მუდმივად გაღრმავებად თანამშრომლობას, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიური ურთიერთობები, რომლებიც კიდევ უფრო ღრმავდება. საქართველოს ხელისუფლებას არა მხოლოდ ასოცირების შეთანხმების განხორციელების და ნაკისრი საერთო პრიორიტეტების შესრულებაზე აქვს აღებული პასუხისმგებლობა, არამედ ის მიზნად ისახავს ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი განცხადებით, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ, ცალსახად აფიქსირებს მის პოზიციას, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი, ევროპული პერსპექტივა და ტრადიციულად ეს ჩანაწერიც არის რეზოლუციის საბოლოო განცხადების ტექსტში, რომელიც კომიტეტმა ორდღიანი მუშაობის შედეგად მიიღო.

თამარ ხულორდავამ განაცხადებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობს არა მხოლოდ აქტიური პოლიტიკური ურთიერთობა, არამედ მზარდი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ეფუძნება.

კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში კიდევ ერთხელ აისახა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ ევროპარლამენტს გადავუხადოთ მადლობა იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის მიღებაში გამოიხატა. განცხადების ტექსტში მივესალმეთ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, სადაც ჩაიწერა მკაფიო მოწოდება საერთაშორისო პარტნიორებისადმი, რომ საქართველოს დაეხმარონ განხორციელდეს მართლმსაჯულების აღსრულება იმ პირთა მიმართ რომლებიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადიან მძიმე დანაშაულებებს, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში არიან ბრალდებული და მსჯავრდებულნი და რომლებიც შეყვანილი არიან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტის ძალიან მყარი მხარდაჭერა“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

„ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანი არის ნათელი, მაგრამ იქამდე მიმავალი გზა საკმაოდ გრძელი და რთული, რომელსაც ჩვენ წარმატებით გავდივართ, რაც ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ორდღიან სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

„ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა ერთხმად მივიღეთ რეზოლუციის საბოლოო ტექსტი. ეს ძალიან მყარ საფუძველს ხდის სამომავლო პოლიტიკის შექმნის გზაზე ჩვენი აღმასრულებლებისთვის, როგორც საქართველოში ასევე ევროკავშირში. ევროპარლამენტმა მკაფიოდ გამოხატა ჩვენი პოზიცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ რუსეთის თავდასხმიდან 10 წლის შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მიღებულ რეზოლუციაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიყენებთ ტერმინს ოკუპირებული ტერიტორიები, ეს კიდევ უფრო მკაფიოდ ადასტურებს ევროკავშირის პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ საჯად კარიმმა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები.

„საქართველოს ხელისუფლება ძალიან კონსტრუქციულ როლს თამაშობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელებისთვის. ხელისუფლება მუშაობს, რათა საქართველოს მოსახლეობას კარგად ესმოდეს, რომ ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება და გაღრმავება გარკვეულ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს წარმოშობს ორივე მხარის მიმართ. ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს ახორციელებს. მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა და ხედვა ევროკავშირის მიმართ შეესაბამებოდეს რეალობას და ეს მხარდაჭერა არ შეიცვალოს, რათა საქართველომ იაროს ევროპულ გზაზე, საქართველოს მოსახლეობის სურვილის საფუძველზე“, - განაცხადა კომიტეტის თანათავმჯდომარემ. 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი: „საქართველო არ გადაუხვევს რეფორმების არჩეულ კურსს, რამეთუ გვწამს, სწორედ ეს არის წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა“
13 თებერვალი 2020

დავით სონღულაშვილი: „საქართველო არ გადაუხვევს რეფორმების არჩეულ კურსს, რამეთუ გვწამს, სწორედ ეს არის წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა“

მსგავსი

ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიხსნა
13 თებერვალი 2020

ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს
12 თებერვალი 2020

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს

დავით სონღულაშვილი: „აუცილებელია, ერთიანი ძალებით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს პრობლემა დიალოგის გზით გადაწყდეს“
12 თებერვალი 2020

დავით სონღულაშვილი: „აუცილებელია, ერთიანი ძალებით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს პრობლემა დიალოგის გზით გადაწყდეს“

ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიმართება
11 თებერვალი 2020

ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიმართება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R