საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ევროპის დღის აღსანიშნავად გიორგი მოსიძე და შოთა ხაბარელი გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 03 მაისი 2017
ევროპის დღის აღსანიშნავად გიორგი მოსიძე და შოთა ხაბარელი გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები გიორგი მოსიძე და შოთა ხაბარელი, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რადუ ლივიუ ჰორუმბასთან ერთად „ევროპის დღის“ აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ და სტუდენტებს საქართველოსა და ევროკავშირის თემაზე ესაუბრნენ. შეხვედრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრა გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა გახნა. რექტორმა სტუდენტებს წარუდგინა სტუმრები და გამოხატა სიხარული, რომ იმ ეპოქაში ცხოვრობს, როდესაც ევროპის ქვეყნებში მიმოსვლა თავისუფალია. შემდეგ სიტყვა გიორგი მოსიძეს გადასცა, რომელიც სტუდენტებს ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ოთხ ძირითად თავისუფლებასა და ევროკავშირის სტრუქტურებზე ესაუბრა. „ევროპა მრავალფეროვანია და ის არ არის ერთი ქვეყანა, არამედ სხვადასხვა კულტურებისა და ეროვნებების კავშირი, რომელიც გადაწყვეტილებებს თანაბარუფლებიანობის საფუძველზე იღებს, რაც მისაბაძი მაგალითია ახალი დემოკრატიებისთვის“ - აღნიშნა გიორგი მოსიძემ.

შოთა ხაბარელი მიესალმა სტუდენტებს და იმედი გამოთქვა, რომ თუ ახალი თაობა შრომაზე იქნება ორიენტირებული, ადვილად გაართმევს თავს ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ პრობლემებს, ხოლო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა კი შესანიშნავ შესაძლებლობას მისცემს მათ ევროპის ქვეყნების, განსაკუთრებით ახალი წევრი ქვეყნების გამოცდილებას გაეცნონ და გაიზიარონ.

რადუ ლივიუ ჰარუმბა მიესალმა სტუდენტებს და ისაუბრა ევროკავშირის მხარდაჭერის, განსაკუთრებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიზანსა და მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა რომ რუმინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და დაუჭერს საქართველოს არამარტო ევროინტეგრაციისა, არამედ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე. მან ასევე, ისაუბრა განათლების მნიშვნელობაზე ევროპული ოჯახის წევრად ჩამოყალიბებისთვის.

სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს რუმინეთის ელჩს მხარდაჭერისთვის და ისაუბრეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრა ორგანიზებულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა
25 მარტი 2024

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა

მსგავსი

მაკა ბოჭორიშვილი: დავიდ სასოლიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც საქართველოს ევროინტეგრაციას, ასევე პარტიებს შორის დიალოგს
18 მაისი 2021

მაკა ბოჭორიშვილი: დავიდ სასოლიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც საქართველოს ევროინტეგრაციას, ასევე პარტიებს შორის დიალოგს

ევროპის დღის აღსანიშნავი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება
15 მაისი 2021

ევროპის დღის აღსანიშნავი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება

მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე რუმინეთის ელჩს შეხვდნენ
14 მაისი 2021

მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე რუმინეთის ელჩს შეხვდნენ

08 მაისი 2021

​საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი განცხადება „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R