საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გივი მიქანაძე ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა

აპარატი 17 იანვარი 2020
გივი მიქანაძე ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ ნორვეგიის სამეფოს ელჩთან, ჰელენა სანდ ანდრესენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე აპარატის უფროსმა ნორვეგიელ დიპლომატს პარლამენტის ადმინისტრაციაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა და აპარატის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა.

გივი მიქანაძემ ელჩს შშმ პირებისთვის პარლამენტის შენობის ხელმისაწვდომობის კუთხით გატარებული სამუშაოები გააცნო და პარლამენტის სასწავლო ცენტრის ახალ ფუნქციებზე, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრსა და დისტანციური სტაჟირების საპილოტე პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას ელექტრონული სწავლების (E-Learning) პროგრამის საკითხი წარმოადგენდა.

აღინიშნა, რომ ნორვეგიის სამეფოში ელექტრონული სწავლების პროგრამა სამთავრობო უწყებებში წარმატებულად ხორციელდება და ამ კუთხით, გივი მიქანაძემ ნორვეგიელ დიპლომატს მისი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებაში მხარდაჭერა და ხელშეწყობა სთხოვა.

როგორც პარლამენტის აპარატის უფროსმა აღნიშნა, ელექტრონული სწავლების პლატფორმა საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ დაინერგა და იგი ახლა განვითარების პროცესშია, შესაბამისად, ისეთი ქვეყნის გამოცდილების გაცნობა, როგორსაც ნორვეგია წარმოადგენს, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის და ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები მიმოიხილეს.

გივი მიქანაძემ ჰელენა სანდ ანდრესენს საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ნორვეგიის საკანონმდებლო ორგანოს ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის ინიციატივა გააცნო და აღნიშნულ საკითხზე ნორვეგიელ კოლეგასთან კომუნიკაციების დამყარების წინადადებით მიმართა.

ნორვეგიის სამეფოს ელჩმა პარლამენტის აპარატის უფროსთან გამართული შეხვედრა საინტერესოდ შეაფასა და გივი მიქანაძეს შეხვედრის ფარგლებში განხილულ საკითხებზე დახმარება და თანამშრომლობა აღუთქვა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა
27 აპრილი 2021

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ
07 იანვარი 2021

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა
07 დეკემბერი 2020

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა

გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება
20 ივლისი 2020

გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება

გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა
01 ივლისი 2020

გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R