საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გივი მიქანაძე კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

აპარატი 14 იანვარი 2020
გივი მიქანაძე კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან საქართველოში, ჩანგ დაესუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დასაწყისში გივი მიქანაძემ, კორეელს სტუმარს, პარლამენტის აპარატის სახელით მადლობა გადაუხადა იმ პროექტებისთვის, რომლებიც კორეის მთავრობის მხარდაჭერით პარლამენტში განხორციელდა.

საუბარი შეეხო 2019 წელს პარლამენტის საგამომცემლო სახლისთვის საბეჭდი მოწყობილობების შეძენას. შეხვედრაზე საქმეთა რწმუნებულის მიერ აღინიშნა, რომ საგამომცემლო სახლისთვის დამატებითი აპარატურის შესაძენად, კორეის მხარე პარლამენტთან თანამშრომლობას მომავალშიც განიხილავს.

გივი მიქანაძემ და ჩანგ დაესუსიმ საქართველო-კორეის რესპუბლიკის პარლამენტების აპარატებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის პერსპექტივები განიხილეს.

აღინიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და მათ შორის, პარლამენტის აპარატებს შორის თანამშრომლობის ფორმატები უკვე არსებობს.

პარლამენტის აპარატის უფროსმა შეხვედრაზე კორეელ სტუმარს ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც ურთიერთგაცვლით პროგრამებს და ვიზიტებს შეეხებოდა.

გივი მიქანაძის განცხადებით, ორმხრივი ვიზიტები ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს კორეის რესპუბლიკის პარლამენტის საქმიანობას და ინოვაციურ პროექტებს გაეცნოს, კორეის მხარე კი საქართველოს პარლამენტის აპარატში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე, როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის გახსნა, დისტანციური სტაჟირების საპილოტე პროექტი და სხვა, ინფორმაციას გაეცნობა და სპეციალურ სერვისებს ადგილზე დაათვალიერებს. 

ჩანგ დაესუსი პარლამენტის აპარატის უფროსის ინიციატივას მიესალმა და სამომავლო თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა
27 აპრილი 2021

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ
07 იანვარი 2021

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა
07 დეკემბერი 2020

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა

გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება
20 ივლისი 2020

გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება

გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა
01 ივლისი 2020

გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R