საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გივი მიქანაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

აპარატი 30 ოქტომბერი 2019
გივი მიქანაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის აპარატის უფროსი სტუდენტებს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ესაუბრა, რომელიც პარლამენტში კონსტიტუციისა და რეგლამენტის ახალი რედაქციის ფარგლებში განხორციელდა.

გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება პარლამენტის აპარატში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმირების პროცესზე და პარლამენტის კვლევითი და სასწავლო ცენტრების გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე გაამახვილა და პარლამენტის საგამომცემლო სახლის, თანამშრომელთა საზღვარგარეთ სტაჟირების, მობილური აპლიკაციის და დისტანციური სწავლების პორტალის შესახებ ისაუბრა.

პარლამენტის აპარატის უფროსი სტუდენტებს სტაჟირების განახლებულ პროგრამაზე და იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში სტაჟირების პროგრამა სთავაზობს ახალგაზრდებს.

მან ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ ეტაპზე, რომლის გავლაც უწევთ სტაჟიორებს საკუთარი ცოდნისა და უნარების ასამაღლებლად.

საკანონმდებლო ორგანოს აპარატის ხელმძღვანელმა, სტუდენტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ახალი კონცეფციის-დისტანციური სტაჟირების შესახებ.

მისი თქმით, კონცეფციაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, პრეზენტაცია თებერვლის თვეში გაიმართება და ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს ონლაინ - პლატფორმის მეშვეობით სრულყოფილად შეძლონ სტაჟირების პროგრამის ათვისება.

გივი მიქანაძემ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა. პარლამენტის აპარატის უფროსმა სტუდენტებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი დაინტერესდებიან პარლამენტის შეთავაზებებით და საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართულნი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა
27 აპრილი 2021

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ
07 იანვარი 2021

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა
07 დეკემბერი 2020

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა

გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება
20 ივლისი 2020

გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება

გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა
01 ივლისი 2020

გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R