საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ილია ნაკაშიძე თურქ და ჩინელ მედიკოსებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე 13 დეკემბერი 2019
ილია ნაკაშიძე თურქ და ჩინელ მედიკოსებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ნაკაშიძემ დღეს თურქეთის რესპუბლიკაში მოღვაწე ქართული წარმოშობის ექიმთა დელეგაციასთან და ასევე ჩინელ მედიკოსებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

თურქეთში მცხოვრები „ჩვენებურების“ - ქართული წარმოშობის ექიმთა დელეგაციის შემადგენლობაში არიან მედიცინის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები - მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული ექიმები.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბევრ მათგანს საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს თავიანთ ისტორიულ სამშობლოსთან, იქნება ეს მოქალაქეთა მკურნალობა თუ სხვადასხვა პროექტების განხორციელება, თუმცა, მათი სურვილია თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს, რომ გარკვეული წვლილი შეიტანონ საქართველოს განვითარებაში.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა ქართული წარმოშობის მედიცინის პროფესორებთან, რომელთაგანაც ბევრი თურქეთის გარდა, უკვე საქართველოშიც აქტიურად მოღვაწეობს და ქართველ კოლეგებთან აქტიური კავშირები აქვთ. შეხვედრა, ძირითადად, გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს გაიზარდა პაციენტების ნაკადი თურქეთში, ეს პროცესი კი გარკვეულ რეგულაციას საჭიროებს“, - განაცხადა ილია ნაკაშიძემ შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა ჩინელ პროფესორებთან, რომელთაც აქვთ ინოვაციური წინადადება ტრავმატოლოგიურ ორთოპედიაში.

სტუმრების შეფასებით, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ კარგი პირობებია აღნიშნული მიმართულებით ბიზნესის განსავითარებლად და მათი მხრიდან გამოითქვა სურვილი სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: კობა ნაკაიძე, გიორგი კოპაძე, ლევან ბეჟანიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ილია ვერძაძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ილია ნაკაშიძისა და თურქული კომპანია “აჭარა ენერჯი 2007”- ის წარმომადგენლების შეხვედრა მარადიდის მოსახლეობასთან
07 სექტემბერი 2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ილია ნაკაშიძისა და თურქული კომპანია “აჭარა ენერჯი 2007”- ის წარმომადგენლების შეხვედრა მარადიდის მოსახლეობასთან

მსგავსი

ილია ნაკაშიძე და სიმონ ნოზაძე ნიგაზეულის მოსახლეობას შეხვდნენ
01 აგვისტო 2020

ილია ნაკაშიძე და სიმონ ნოზაძე ნიგაზეულის მოსახლეობას შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე კომპანია შპს „ზუგოს“ესტუმრა
14 მაისი 2020

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე კომპანია შპს „ზუგოს“ესტუმრა

ბათუმის სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში კორონა ვირუსთან (Covid2019) დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
20 მარტი 2020

ბათუმის სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში კორონა ვირუსთან (Covid2019) დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ილია ნაკაშიძე ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სეირან ბაროიანის საიუბილეო პერსონალურ გამოფენას, შემოქმედებითი საქმიანობის 40 წლის და 60 წლის იუბილეს დაესწრო
27 თებერვალი 2020

ილია ნაკაშიძე ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სეირან ბაროიანის საიუბილეო პერსონალურ გამოფენას, შემოქმედებითი საქმიანობის 40 წლის და 60 წლის იუბილეს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R