საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პაატა კვიჟინაძე პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

აპარატი 28 იანვარი 2015
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პაატა კვიჟინაძე პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის აპარატის სტაჟიორებთან შეხვედრა გამართა.

ძირითადი საკითხები, რომლის შესახებაც პარლამენტის წევრმა სტაჟიორებთან შეხვედრისას ისაუბრა, შეეხებოდა როგორც საკანონმდებლო საქმიანობას, ისე ქვეყანაში არსებულ აქტუალურ თემატიკას, როგორიცაა საბაზრო ეკონომიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე სოფლის მეურნეობასთან და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხები.

პაატა კვიჟინაძემ თავისუფალი სავაჭრო სივრცის განვითრების კუთხით ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, ევროპის ბაზარზე ეტაპობრივად შევიდეს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობა ჰარმონიაში იყოს ევროპულ სტანდარტებთან, რასაც საშუალოდ 3-4 წელი დასჭირდება.

დეპუტატმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის შემადგენლობა და სტრუქტურა გააცნო სტაჟიორებს. პაატა კვიჟინაძემ სტაჟიორებს კომიტეტის საქმიანობაზე და რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტზეც ესაუბრა, რომელზეც კომიტეტი ბოლო პერიოდის განმავლობაში მუშაობს: ,,ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც საპარლამენტო კომიტეტებთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე რიგით მოქალაქეებთან და ყურადღებით განვიხილავთ მათ განცხადებებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომიტეტმა განიხილა 190 კანონის პროექტი, რომელთაგან 76 შემთხვევაში კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 114 შემთხვევაში კომიტეტმა სავალდებულო დასკვნები მოამზადა“.

პაატა კვიჟინაძემ სტაჟიორთა შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც ძირითადად საბაზრო ეკონომიკის განვითარების, ლარის კურსის გაუფასურების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების საკითხებს შეეხებოდა.
შეხვედრის დასასრულს, დეპუტატმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და დაინტერესების შემთხვევაში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

სტაჟირება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წელია მიმდინარეობს, 2015 წელს საქართველოს პარლამენტს 24 სტაჟიორი ჰყავს, რომლებიც 6 თვის განმავლობში პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში გადიან სტაჟირებას და აქტიურად არიან ჩართული როგორც კომიტეტების, ისე დეპარტამენტების ყოველდღიურ საქმიანობაში. სტაჟირების პროცესი პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებთან, მათ მოადგილეებთან თუ პარლამენტის ცალკეულ წევრებთან შეხვედრებსაც ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპატამენტი უზრუნველყოფს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა
27 აპრილი 2021

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ
07 იანვარი 2021

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა
07 დეკემბერი 2020

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა

გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება
20 ივლისი 2020

გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება

გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა
01 ივლისი 2020

გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R