საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფიო ქაცარავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 14 ივლისი 2017
სოფიო ქაცარავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა-რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში, კონფერენციაში მონაწილე ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარამომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

საერთაშორისო კონფერენციის მეორე სამუშაო დღეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციასთან, ბუნდესტაგის დეპუტატების: ჰაინც-იოახიმ ბარხმანის და კრისტიან პეტრის შემადგენლობით. შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე ესწრებოდა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ დინამიკაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე, მეზობლებთან საქართველოს ურთიერთობასა და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

სოფიო ქაცარავამ გერმანელ კოლეგებს საქართველოში გატარებული რეფორმებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ასევე, ხაზი გაესვა 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღნიშვნის მნიშვნელობას.

სოფიო ქაცარავამ გერმანელ სტუმრებს ოფიციალური ბერლინის მიერ როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის, ისე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული საერთაშორისო თანადგომა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

გერმანული დელეგაციის წევრებმა დაუდასტურეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ და ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

დღესვე, საგარეო ურთერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან ერთად, მონაწილეობა საერთაშორისო საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაში მიიღო, სადაც საუბარი საკონსტიტუციო რეფორმას და რეფორმის მიმდინარეობის პროცესს შეეხო.

მე-14 საერთაშორისო კონფერენცია, „საქართველოს ევროპული გზა-რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“, რომელიც ბათუმში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, დღეს დაასრულებს მუშაობას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა
22 ივნისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მსგავსი

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს
21 მაისი 2021

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა
13 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა

13 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
11 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R