სოფიო ქაცარავა ბელარუსის საჯარო ადმინისტრირების სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბელარუსის საჯარო ადმინისტრირების სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდა.
სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მიერ გატარებულ რეფორმებზე და კარგი მმართველობის დამკვიდრებულ სტანდარტებზე.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე ვითარებასა და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა, როგორც კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთ ალტერნატივაზე.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში განხორციელებული რეფორმებით, საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელმაც პარლამენტის როლი და მისი საზედამხედველო ფუნქციები კიდევ უფრო გააძლიერა, რის შესახებაც სოფიო ქაცარავამ მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.