საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფიო ქაცარავა საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 21 ოქტომბერი 2019
სოფიო ქაცარავა საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ საფრანგეთის ელჩთან დიეგო კოლასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები და ერთობლივი პროექტები განიხილეს.

სოფიო ქაცარავამ საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებსა და ამ მიმართულებით პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის შესახებ ისაუბრა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს გააცნო პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც საპარლამენტო კონტროლს უფრო მეტად აძლიერებს. ასევე, ისაუბრა საკომიტეტო მუშაობისა და მის მთავარ დღის წესრიგზე.

„პარლამენტი სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელია და ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს ადგილს სწორედ საგარეო პოლიტიკა იკავებს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებზე, სამშვიდობო და პრინციპული პოლიტიკის მთავარ ამოცანებზე და „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ინიციატივაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სასიკეთოდ გაკეთდა.

სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობების განმტკიცებას და მის მნიშვნელობას.

ელჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.

ასევე ისაუბრა საპარლამენტო კავშირების გაძლიერების აუცილებლობაზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა
22 ივნისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მსგავსი

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს
21 მაისი 2021

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა
13 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა

13 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
11 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R