საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ჩუგოშვილი ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი 12 ივლისი 2019
თამარ ჩუგოშვილი ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ირინა ფრუიძესთან ერთად, ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს,რიჰარდ კოლს შეხვდა. 

შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ევროკავშირთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ ბალტიის ქვეყნები საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერები არიან და მათი თანადგომა ამ პროცესში აქტიურად გაგრძელდება.

მხარეებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე გაამახვილეს ყურადღება. შეთანხმდნენ, რომ სექტემბერში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველო, ლატვია და სხვა პარტნიორი ქვეყნები აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

„ჩვენი აზრით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი საპარლამენტო ასამბლეაში უხეში ფორმით დააბრუნა. ეს გადაწყვეტილება აწუხებს ბალტიის ქვეყნებს, მათ შორის, ლატვიას, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს - უკრაინას და რამდენიმე სხვა ქვეყანას. მიგვაჩნია, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რათა ევროსაბჭოს რეპუტაცია ბოლომდე არ განადგურდეს ბოლო სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით. ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება უკიდურესად დამაზიანებელია თავად ევროსაბჭოსთვის. შესაბამისად, სექტემბერში გვექნება საკოორდინაციო შეხვედრა ევროსაბჭოს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო შეცდომა და ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩამოვყალიბდეთ, როგორ ვაგრძელებთ ევროსაბჭოსთან ურთიერთობას ამ მოვლენების განვითარების შემდგომ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი სამაუწყებლო მედიაგარემო იყოს უზრუნველყოფილი“
09 ოქტომბერი 2019

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი სამაუწყებლო მედიაგარემო იყოს უზრუნველყოფილი“

მსგავსი

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენთვის, როგორც მეზობელი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია სომხეთის პარლამენტთან თანამშრომლობა“
26 სექტემბერი 2019

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენთვის, როგორც მეზობელი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია სომხეთის პარლამენტთან თანამშრომლობა“

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ლიდერთა პროგრამაში იღებს მონაწილეობას
18 სექტემბერი 2019

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ლიდერთა პროგრამაში იღებს მონაწილეობას

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ექსპერტს ადამიანის უფლებების საკითხებში, მეგი ნიკოლსონს შეხვდა
12 სექტემბერი 2019

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ექსპერტს ადამიანის უფლებების საკითხებში, მეგი ნიკოლსონს შეხვდა

თამარ ჩუგოშვილმა და პროფესიული პრაქტიკის პროგრამის (PFP) შემფასებელთა ჯგუფის წევრებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის აუცილებლობასა და გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
12 სექტემბერი 2019

თამარ ჩუგოშვილმა და პროფესიული პრაქტიკის პროგრამის (PFP) შემფასებელთა ჯგუფის წევრებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის აუცილებლობასა და გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R