საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შოთა ხაბარელი პარლამენტის სტაჟიორებსა და პრაქტიკანტებს შეხვდა

სპორტის კომიტეტი 22 იანვარი 2016
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შოთა ხაბარელი პარლამენტის სტაჟიორებსა და პრაქტიკანტებს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შოთა ხაბარელი პარლამენტის სტაჟიორებსა და პრაქტიკანტებს შეხვდა. შოთა ხაბარელმა დასაწყისში საკუთარი პროფესიული გამოცდილებისა და კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ისაუბრა და მისი განვლილი სპორტული ცხოვრება გაიხსენა, შემდგომ კი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ფუნქციებსა და ძირითად საქმიანობაზე ისაუბრა.

შოთა ხაბარელმა საქართველოში სპორტში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში სპორტის განვითარების პროგრამის განხორციელება პრობლემა იყო, ბოლო წლებში კი მნიშვნელოვანი ძვრები შეინიშნება, რაც, გარკვეულწილად, აღნიშნული კომიტეტის მაკონტროლებელი ფუნქციის სწორი განხორციელების შედეგი გახლავთ. მისი თქმით, ასევე დადებითი ცვლილებები დაფინანსების თვალსაზრისითაც შეინიშნება, კერძოდ კი სპორტის დაფინანსება 20 მილიონი ლარით გაიზარდა, რამაც აქამდე არსებული ბევრი საკითხისა თუ პრობლემის გადაწყვეტის საშუალება გააჩინა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იმ პრობლემებსაც შეეხო, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს, აღნიშნულის მაგალითებად ფედერაციების მმართველ პოზიციებზე არაკვალიფიციური კადრების არსებობა, ზამთრის სპორტის განვითარების მხრივ არსებული არასახარბიელო მდგომარეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის არასაკმარის დონე და სხვა მაგალითები დაასახელა.
„როცა ქვეყანაში უამრავი სამთო კურორტია, სირცხვილია, ევროპის თამაშებზე მხოლოდ ერთი ლიცენზია რომ გავქვს მოპოვებული, ამის მოსაგვარებლად ბევრი რამ არის გასაკეთბელი, მათ შორის, უნდა შეიქმნას სპორტული სკოლები, სპორტული კლუბები, რათა ხელი შევუწყოთ ზამთრის სპორტის განვითარებას“- განაცხადა შოთა ხაბარელმა. მისივე თქმით, მოცემული პრობლემების აღმოსაფხვრელად წამოყენებული ინიციატივების გამყარება კანონის მეშვეობით უნდა მოხდეს. გარდა ამისა, მისი აზრით, აუცილებელია, სკოლებში პირველივე კლასიდან ბავშვების სხვადასხვა სპორტის სახეობით დაკავება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელებას ახალგაზრდებში.

შეხვედრის ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სტაჟიორებსა და პრაქტიკანტებს საშუალება ჰქონდათ პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით.

სტუდენტებთან სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებისა და კომიტეტის სხვა წარმომადგენლების შეხვედრები სისტემურ ხასიათს ატარებს, რაც საკანონმდებლო პროცესებში მათი ჩართულობის ხარისხის ამაღლების და აღნიშნული პროცესების მეტი ღიაობის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, შოთა ხაბარელთან შეხვედრას პარლამენტის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, დიანა ასათიანი დაესწრო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის საქმიანობაზე იმსჯელეს
21 მაისი 2021

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის საქმიანობაზე იმსჯელეს

მსგავსი

შოთა ხაბარელი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა
21 მაისი 2021

შოთა ხაბარელი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხზე იმსჯელა
20 მაისი 2021

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხზე იმსჯელა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ზეპირი მოსმენები გამართა
19 მაისი 2021

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ზეპირი მოსმენები გამართა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა
11 მაისი 2021

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R