საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრები “ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის” (Westminster Foundation for Democracy) წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური 19 Jan 2017
ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრები “ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის” (Westminster Foundation for Democracy) წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური, ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე ვესტმინსტერის ფონდის მმართველი საბჭოს წევრს, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის წევრს, ჯეფრი დონალდსონს და მრავალპარტიული ოფისის ხელმძღვანელს, ადელ პოსკიტს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პარლამენტისა და ფონდის სამომავლო ურთიერთობის ახალი პერსპექტივები და კონსერვატიული პარტიის შიდა პარტიული განვითარების მხარდასაჭერად, ფონდის სამომავლო პროექტები განიხილეს.

„დღეს „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის” წარმომადგენელმა, ბატონმა ჯეფრი დონალდსონმა, დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ის, როგორც კონსერვატიული მიმართულების ლობისტი და მხარდამჭერი, მზად არის საქართველოს კონსერვატიული პარტიის ფრაქციასთან პარლამენტში ძალიან აქტიურად ითანამშრომლოს. ვფიქრობ, ეს ფრაქციული საქმიანობის კიდევ მეტად დახვეწას და გააქტიურებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ზვიად ძიძიგურმა.

მხარეებმა თანამშრომლობის კუთხით, კონკრეტულ, სამომავლო პროექტებზეც ისაუბრეს.

„ეს ურთიერთობები ერთი წლის წინ დაიწყო და ძალიან საინტერესო გაგრძელება აქვს. პარტიის შიდა სტრუქტურული განვითარება და სტრუქტურებს შორის კომუნიკაცია, პარტიის ამომრჩეველთან კომუნიკაცია და სტრატეგიები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ. ეს ის თემებია, რაზეც კონსერვატიულმა პარტიამ ვესტმინსტერის ფონდთან შეიძლება ითანამშრომლოს“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტულ სტრატეგიას შეიმუშავებენ - თუ როგორი ტიპის თანამშრომლობა იქნება ვესტმინსტერის ფონდსა და კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციას შორის.

ფონდის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კონსერვატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრებს, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრებს, საქართველოს კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული და ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარეებს შეხვდებიან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სამუშაო ვიზიტი განახორციელეს ქ. ბაქოში
10 May 2019

საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სამუშაო ვიზიტი განახორციელეს ქ. ბაქოში

მსგავსი

ზვიად ძიძიგური ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა
02 May 2019

ზვიად ძიძიგური ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა

ზვიად ძიძიგური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
30 Jan 2019

ზვიად ძიძიგური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ზვიად ძიძიგური: „მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის, როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენ გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა”
15 Jun 2018

ზვიად ძიძიგური: „მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის, როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენ გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა”

31 Dec 2017

საქართველო-აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ზვიად ძიძიგურის განცხადება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R