საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზვიად ძიძიგური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური 30 იანვარი 2019
ზვიად ძიძიგური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური საქართველოში გერმანიის ფედერაციის ახალდანიშნულ ელჩ ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებს და თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების საკითხებს.

„გერმანიის ელჩი ძალიან გამოცდილი დიპლომატია, მას უმუშავია, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში, პოლონეთში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და აქვს ძალიან საინტერესო ხედვა საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის შესახებ. მისი აზრი არის ძალიან ნიშანდობლივი იმ კუთხით, რომ ეკონომიკური განვითარების ნაწილში საქართველოს სჭირდება გერმანიის სახელმწიფოსთან უფრო მეტი ტიპის თანამშრომლობა და ურთიერთობა, მათ შორის, სავაჭრო ურთიერთობები, ეკონომიკური საერთო პროექტები და სხვა. ელჩმა გერმანიის სახელმწიფოს მხრიდან დაადასტურა, რომ ინვესტიციების გაზრდის, ტურისტების რაოდენობის გაზრდის თვალსაზრისით, გერმანიის სახელმწიფო იქნება საქართველოს მხარდამჭერი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც ჩვენ ყოველთვის გვეიმედება, გერმანიის სახელმწიფო ტრადიციულად, არაღიარების პოლიტიკის ნაწილში საქართველოს მხარდამჭერი იქნება“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის აქტიურ თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან გერმანია კონტინეტზე არის ლიდერი ქვეყანა და მასთან საქართველოს ასეთი კარგი დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები იმედს იძლევა, რომ ჩვენი ქვეყანა მოკლე ხანში დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სამუშაო ვიზიტი განახორციელეს ქ. ბაქოში
10 მაისი 2019

საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სამუშაო ვიზიტი განახორციელეს ქ. ბაქოში

მსგავსი

ზვიად ძიძიგური ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა
02 მაისი 2019

ზვიად ძიძიგური ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა

ზვიად ძიძიგური: „მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის, როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენ გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა”
15 ივნისი 2018

ზვიად ძიძიგური: „მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის, როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენ გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა”

31 დეკემბერი 2017

საქართველო-აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ზვიად ძიძიგურის განცხადება

ნინო გოგუაძე და ზვიად ძიძიგური ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებიან
31 ივლისი 2017

ნინო გოგუაძე და ზვიად ძიძიგური ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებიან

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R